სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 16 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.
„ალექს, დე, მე ყველაფერს გავუძლებ, შენი ჩახუტების, შენი სურნელის ხელახლა შეგრძნების მოლოდინით. დე, ბევრჯერ გითქვამს: „დე, ჩემზე არ ინერვიულოო“. ახლა მე გეუბნები, რომ არ იდარდო, დე. მე მჯერა შენი! უკიდეგანოდ ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ შენი დედობა მე მარგუნა უფალმა,“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.