თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა
1737464607
ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა - ათასობით ბავშვია აუცრელი, როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევი ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. ვაქცინის გაკეთება არასდროს არის გვიან, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, თუ რაღაც მიზეზების გამო ოჯახის რომელიმე წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ „დაწევა არ შეიძლება, ვინაიდან იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი“.
„გვახსოვს რომ 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ყივანახველას შემთხვევები 10-ჯერ მეტი იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააქვეითა ვაქცინების მოცვის მაჩვენებელი. თუ პანდემიამდე ჩვენ ქვეყანას ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, პანდემიამ ეს ციფრები შეცვალა. ათასობით ბავშვია აუცრელი როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევების წინააღმდეგ. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ვაქცინის გაკეთება არასდროს არის გვიან! თუ რაღაც მიზეზების გამო თქვენი ოჯახის წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ დაწევა არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ დროულად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან თუ არ ჩავთვლით როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ყველა სხვა ტიპის ვაქცინის გაკეთება მოგვიანებითაც არის შესაძლებელი. იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი. ინდივიდუალური კალენდარი გააკეთოს, რაც გამოტოვებული ვაქცინების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.