გიორგი ღიბრაძე: სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა

გიორგი ღიბრაძე

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სამთო კურორტებზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც სამთო კურორტებზეა დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვას ის წესები და რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი პირბადის ტარებაზე უნდა გაკეთდეს, რადგან, ამ შემთხვევაში, ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად, მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.