,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა’’ პანდემიური პერიოდი შეაჯამა

ფსიქიკური

,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ პანდემიური პერიოდი შეაჯამა. 2020-2021 წლების გამოწვევები სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებმა ცენტრის თანამშრომლებს მოხსენების სახით გააცნეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომლის დაძლევაც ცენტრის სპეციალისტებს პანდემიის პერიოდში მოუხდათ – როგორ იმუშავა ჩანაცვლებითმა პროგრამამ, როგორ მიეწოდებოდათ რთულ ვითარებაში ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისები პაციენტებს, როგორ მიმდინარეობდა პრევენციული პროგრამები და ა.შ.

ანგარიშის ფარგლებში ასევე შეაჯამეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სამსახურის მიერ სკოლებში განხორციელებული უნიკალური საპრევენციო პროექტის – „კომპასის“ ორი ეტაპის შედეგები და პერსპექტივები.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი პოსტპანდემიურ პერიოდს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. პაციენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარდა ღონისძიებები პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით, გაიმართა ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის, გადამზადდნენ სოციალური მუშაკები.

ანგარიშის პარალელურად, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ფსიქიატრიული სტაციონარის პაციენტების მიერ არტთერაპიის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ცენტრის თანამშრომლები კი სამადლობელი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

“პრობლემა რომელიც დადგა ზოგადად კაცობრიობის წინაშე პანდემიის სახით ჩვენი ცენტრისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომ არ ყოფილიყო შეფერხება სერვისების მიწოდების კუთხით, არც ერთი დღით, ცენტრის მუშაობა პაციენტების მომსახურების კუთხით არ შეფერხებულა, ის შეზღუდევები, რაც თან ახლავს პანდემიას, მნიშვნელოვან წილად აისახება ჩვენი ბენეფიციარების მენტალურ ჯანმრთელობაზე და ჩვენ მზად დავხვდით ამ გამოწვევასაც, ცენტრმა წარმატებით გაართვა თავი პაციენტთა მომსახურებას პანდემიის პირობებში, რისთვისაც მადლობას ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფის ფორმატში და დღესაც ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს პაციენტებს”, - განაცხადა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ