რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და კულტივირების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში მდებარე თავის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2805 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე და უკანონოდ ინახავდა 47,48 გრ. „ნედლ მარიხუანას“. ასევე შექმნილი ჰქონდა სპეციალური პირობები ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების მიზნით და ინახავდა შესაბამის ინვენტარს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და ინვენტარი ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 265 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.