„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ 2020-2021 წლების შემაჯამებელ კონფერენციას გამართავს

ფსიქიკური

დღეს, 13:00 საათზე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“  შეხვედრების დიდ დარბაზში ჩატარდება 2020-2021 წლების (პანდემიური პერიოდის) შემაჯამებელი კონფერენცია.

ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელები გააკეთებენ მოხსენებებს პანდემიის პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების, შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ, როგორ მუშაობს ჩანაცვლებითი პროგრამა, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისები, სათემო სერვისები, პაციენტთა უფლებების დაცვა, პრევენციული პროგრამების მიმდინარეობა და შედეგები

დასრულდა სარემონტო სამუშაოები ცენტრში, განახლდა ინფრასტრუქტურა, ჩატარდა ღონისძიებები პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით, ტერნინგები  სამედიცინო პერსონალისთვის, სოციალურ მუშაკთა გადამზადება და პაციენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობებსების მიზნით ჩატარებულ სხვა  ღონისძიებებზე ისაუბრებენ მომხსენებლები:

ლაშა კილაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი

გური მენაბდიშვილი - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამედიცინო მიმართულების მართვის ჯგუფი - გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

ნინო ოკრიბელაშვილი - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამედიცინო მიმართულების მართვის ჯგუფი -  გენერალური დირექტორის მოადგილე ფსიქიატრიული მიმართულებით

დავით ზურაბაშვილი - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის სამედიცინო მიმართულების მართვის ჯგუფი - ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და ექსპერტიზის მიმართულებით

ლალი წულეისკირი - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი

ეკა კავთიაშვილი - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი, სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის განყოფილების სპეციალისტი

სტუმრები:

ჯანდაცვის სამინისტროს, ჰოლდინგის, შსს-ს წარმომადგენლები, მედია, ცენტრის თანამშრომლები.

საკონფერენციო დარბაზში გამოფენილი იქნება ფსიქიატრიული სტაციონარის პაციენტების მიერ არტ თერაპიის პროგრამის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრები, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნამუშევრების შეძენა.

ცენტრის ღვაწლმოსილ და ხანდაზმულ თანამშრომლებს გადაეცემათ სამადლობელი სიგელები.