„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ისრაელიდან საქართველოში ამ დრომდე ვერ ბრუნდებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები. «პრაიმ ტაიმი» ანსამბლ «ქსოვრელების» სოლისტს გიორგი შოშიტაშვილს აშდოთში დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია რა ვითარებაა ახლა ისრაელში იქ, სადაც ისინი იმყოფებიან.
- გიორგი, როდის და რატომ გაემგზავრეთ ისრაელში მომღერლები?
- 26 თებერვალს ჩამოვფრინდით ისრაელში, კაკული გურიელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტისთვის. ჩვეულებრივი სიმშვიდე იყო და 28 თებერვალს დილით გაისმა განგაშის ხმა, რაც იმას ნიშნავს რომ კარგი არ ხდება და დაიწყო ომი. კონცერტი გაუქმდა ამ ეტაპზე, მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება კონცერტი აუცილებლად ჩატარდება.
- სად იმყოფებით ამჟამად?
- 28 თებერვალი მთლიანად სასტუმროს საცავში გავატარეთ, აშდოთში ვიმყოფებით ჩვენ და აქ ახლა საბედნიეროდ სიწყნარეა. პრევენციის მიზნით ირთვება სირენები. მადლობას ვუხდი აშდოთის მერიას ასეთი ყურადღებისთვის. ბატონ მოშე ბოთერაშვილს ვუხდი უდიდეს მადლობას. ამ ხალხისთვის ეს ახალი არ არის და ჩვეულებრივი განწყობაა, ჩვენთან ერთად არიან, ლოცულობენ. გვმასპინძლობს მოშე გურიელაშვილი და ერთი წამით არ გვტოვებენ უყურადღებოდ. დაძაბულ ურთიერთობებს ფაქტიურად ვერ ვგრძნობთ. ახლა კარგად ვართ, მშვიდად ვართ და ველოდებით როდის დავბრუნდებით თბილისში, სავარაუდოდ 2-3 დღეში დავბრუნდებით. 8 მარტს ერთად გავატარებთ.