გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსი ოკუპანტები ბავშვებს და მოზარდებს აუპატიურებენ. ამჯერად მათ სისასტიკე კეივის რეგიონში ჩაიდინეს და 11 წლის ბიჭი გააუპატიურეს. მსხვერპლთან სპეციალისტი უკვე მუშაობს.
ფსიქოლოგმა ალექსანდრა კვიტკომ, ბავშვის დედის ნებართვით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, თუ რას ხატავდა ბიჭი მომხდარის შემდეგ.
ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს. როდესაც ფსიქოლოგმა მასთან მუშაობა დაიწყო, მხოლოდ შავად ხატავდა.
მეორე ნახატზე ბიჭმა მწვანედ დაწერა სახელი „საშა“. ფსიქოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის თავად ბავშვის სახელი. გარდა ამისა, ბიჭმა დაიწყო სიტყვებით ლაპარაკი.
„ვზივარ და ვტირი,უბრალოდ ვერ ვჩერდები... მე მაინც ძალიან მიყვარს ჩემი საქმე... მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან მტკივნეულია... “,- დაწერა ფსიქოლოგმა კვიტკომ.
უკრაინაში რუსებმა სულ მცირე 400 უკრაინელი ბავშვი და ზრდასრული გააუპატიურეს. მსხვერპლთა შორის ჯერ კიდევ არ არის ისეთი პირი, ვისაც სურს საგამოძიებო ორგანოებისთვის ჩვენების მიცემა.
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840