რეზა ფეჰლევი ძალიან კარგ ადამიანს ჰგავს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მომავალში ირანის ხელისუფლებაში მოსასვლელად უკეთესი კანდიდატი იყოს ის, ვინც იქ პოპულარულია - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი „ძალიან კარგ ადამიანს“ ჰგავს, თუმცა, მისივე თქმით, უფრო სავარაუდოა, რომ მომავალში ირანის ხელისუფლებაში მოსასვლელად უკეთესი კანდიდატი იყოს ის, ვინც ირანში პოპულარულია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს, რეზა ფეჰლევის მომავალში ირანის მმართველად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ურჩევნია, ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ირანში არის.

„ზოგიერთ ადამიანს ის მოსწონს და ჩვენ ამაზე დიდად არ გვიფიქრია. მეჩვენება, რომ შიგნიდან ვინმე, შესაძლოა, უფრო შესაფერისი იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

„რეზა ფეჰლევი ძალიან კარგ ადამიანს ჰგავს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ვინმე, ვინც იქ არის, ვინც პოპულარულია, თუ ასეთი ადამიანი არსებობს, უკეთესი კანდიდატი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლება, იყოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი ირანში, ტრამპმა უპასუხა, რომ ყველაზე ცუდი იქნება, თუ მმართველად მოვა ვიღაც ისეთი, ვინც ისეთივე ცუდი იქნება, როგორც წინა მმართველი.

„ვისაც ირანის მომავალ მმართველად მოვიაზრებდით, ყველა მკვდარია და ვისაც ახლა მოვიაზრებთ, შესაძლოა, ისიც მოკვდეს. ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ მმართველად მოვა ვიღაც ისეთი, ვინც ისეთივე ცუდი იქნება, როგორც მისი წინამორბედი. ჩვენ არ გვინდა, რომ ასე მოხდეს. იმ ხალხის უმეტესობა, ვინც მხედველობაში გვყავდა, მკვდარია. ახლა მხედველობაში სხვა ჯგუფი გვყავს, რომელიც შეიძლება, ასევე მოკვდეს. ვფიქრობ, მესამე ტალღა ახლოვდება და მალე მხედველობაში აღარავინ გვეყოლება“, – განაცხადა ტრამპმა.