Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - ევაკუირებულია 200-მდე მგზავრი
1727967301
სეზონური ვირუსების პიკის მოლოდინში - საშობაო არდადეგების შემდეგ, დღეიდან, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა, რის გამოც ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, მობილობის გაზრდასთან ერთად იმატებს დაინფიცირების რისკებიც და მოუწოდებენ მშობლებს, ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვს სახლიდან ნუ გაუშვებენ.
"დაავადების კლებადობა არ აღინიშნება. ერთადერთი, სტაციონარულ ნაწილში, ჯერჯერობით, მართვადი არის მდგომარეობა და იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს სამედიცინო სექტორი, ჩვენ, ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სექტორს.
არსებობს საფრთხე, რომ იწყბა სკოლა და ბაღი, რაც ქმნის რისკს, რომ გაიზარდოს მობილობა. პირი უნდა იყოს იმუნიზირებული, შედარებით მსუბუქი ფორმით რომ იყოს დაავადების მიმდინარეობა," - განაცხადა ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ.