„შამონდას ვირუსი

მსოფლიო • 1792677841

საფრანგეთში პირუტყვის ვირუსის - „შამონდას“ ადამიანზე გადადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში დღეს დაფიქსირდა „შამონდას“ ვირუსით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა. პაციენტი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, მოგვიანებით გარდაიცვალა.ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ცნობით, „შამონდას“ ვირუსი, რომელიც ძირითადად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში გვხვდება და მწერების (კერძოდ, მცირე ზომის მკბენარი ბუზების) ნაკბენით გადაეცემა, ასევე აღმოჩენილია ცხენებში, ცხვრებსა და თხებში.საფრანგეთის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, არსებული ვარაუდით, პაციენტი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაინფიცირდა, სადაც მიმდინარე წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ვირუსი ცხოველებში ვრცელდებოდა.

სიცილი

მსოფლიო • 1792671660

„მათ სიცილი მოულოდნელად დაიწყეს და 18 თვე ვეღარ შეწყვიტეს...“ - ეპიდემია, რომელსაც, დღემდე, ვერ ხსნიან

თავდაპირველად, მათ ყურადღებას არავინ აქცევს. მაგრამ მალე მათ სხვებიც უერთდებიან… მოსწავლეები გაჩერებას ვეღარ ახერხებენ. სასწავლო პროცესი ჩერდება, მოგვიანებით, სკოლაც იხურება. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ეს ყველაფერი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდება… არა, ეს ფილმის სცენარი არ არის… ეს რეალური ამბავია, რომელიც 1962 წელს აფრიკაში, ტანგანიკის ტერიტორიაზე - დღევანდელ ტანზანიაში დაიწყო.30 იანვარს, სოფელ კაშაშას გოგონათა პანსიონში, 3 მოსწავლეს სიცილის უკონტროლო შეტევები დაეწყო. მალე კი მათ სხვა გოგონებიც შეუერთდნენ. ისინი გაჩერებას ვერ ახერხებდნენ… ეს ჩვეულებრივი სიცილი არ იყო. ეპიზოდები საათობით, ზოგჯერ, კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეებს სიცილთან ერთად ტირილის შეტევებიც ჰქონდათ და ზოგჯერ იმდენად ცუდად ხდებოდნენ, რომ მათუ გაკვეთილებზე დასწრება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ამის გამო, სკოლა დაიხურა. თუმცა, უცნაური შემთხვევები საცხოვრებელ ადგილებშიც გაგრძელდა. „სიცილის ეპიდემია“ მეზობელ სოფლებსა და სხვა სკოლებშიც გავრცელდა. საერთო ჯამში, დაახლოებით, 1 000 ბავშვი აღწერეს, ვისაც მსგავსი რამ დაემართა. 14 სკოლა კი დროებით დაიხურა.ექიმებმა ფიზიკური დაავადების დამადასტურებელი ვერანაირი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს. მოგვიანებით, სპეციალისტებმა ყველაზე სარწმუნო ახსნად მასობრივი ფსიქოგენური დაავადება მიიჩნიეს - მდგომარეობა, როდესაც სტრესისა და ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფონზე მსგავსი სიმპტომები ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში იწყებს განვითარებას. დაახლოებით, 18 თვის შემდეგ, უცნაური ეპიდემია თანდათან გაქრა.თუმცა, პასუხი კითხვებზე, - როგორ შეიძლებოდა, სიცილი ასე გავრცელებულიყო? ეს იყო უცნობი ვირუსი? მოწამვლა? თუ რაღაც ისეთი, რისი ახსნაც მეცნიერებსაც გაუჭირდათ? - დღემდე არ არსებობს.

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება • 1792654200

ივანე ჩხაიძე: ბავშვებში კოკსაკის ვირუსი 7-10 დღეში თავისით ალაგდება, ნაკლებად ახასიათებს გართულება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, არანაირი კოკსაკის ვირუსის „აფეთქება“ ან მატება საქართველოში, ან მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ არის.„სტატისტიკის თანახმად, კოკსაკის აქტიურობის პიკი, ოქტომბრის ბოლოა. როგორც წესი, ზაფხულის განმავლობაში და ადრეულ შემოდგომას ფიქსირდება. ზამთარში მისი აქტიურობა მინიმალურია. კოკსაკის ვირუსი ბოლო პერიოდში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.არანაირი „აფეთქება“ ან მატება მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ არის. ამ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური საშუალება არ არსებობს, მისი მართვა ხდება დამხმარე თერაპიით: სიცხის საწინააღმდეგო საშუალებები, სითხის მიღება და კანის მოვლა.როგორც წესი, 7 - 10 დღეში ეს ვირუსი თავისით ალაგდება. ნაკლებად ახასიათებს გართულება. უფრო ნაკლები სიმძიმისაა. კოკსაკის ვირუსი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული და აქედან გამომდინარე, სწორედ ბაღშია მისი შემთხვევები ყველაზე მეტი“,- აღნიშნა ჩხაიძემ ინტერპრესნიუსთან.

ვირუსი

საზოგადოება • 1792619381

კოქსაკის ვირუსი - როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

ბოლო დღეებში ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კოქსაკის ვირუსის გამოვლენის შესახებ, რასაც მშობლების შეშფოთება მოჰყვა. რა არის კოქსაკის ვირუსი, როგორ ვრცელდება, რა სიმპტომებით ხასიათდება და როდის საჭიროებს ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას? საკითხში გასარკვევად გთავაზობთ ინფორმაციას ვირუსის, მისი გავრცელების გზებისა და პრევენციის შესახებ, საერთაშორისო სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით.კოქსაკის ვირუსი განსაკუთრებით ბავშვებში გავრცელებული ინფექციების ერთ-ერთი გამომწვევია. ის ხშირად იწვევს ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, რომელსაც ახასიათებს სიცხე, პირის ღრუს მტკივნეული წყლულები და კანზე გამონაყარი. ინფექცია ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი ერთიდან ორ კვირამდე პერიოდში გამოჯანმრთელდება, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და გართულებების პრევენცია.აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) განმარტებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას რამდენიმე ტიპის ენტეროვირუსი იწვევს, მათ შორის კოქსაკის A16 და A6 ვირუსები. დაავადება ყველაზე ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, თუმცა მისი განვითარება მოზარდებსა და ზრდასრულებშიც შესაძლებელია.რა არის კოქსაკის ვირუსი?კოქსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ჯგუფის სხვადასხვა ვირუსმა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომები გამოიწვიოს - მსუბუქი რესპირატორული ინფექციიდან დაწყებული, ხელ-ფეხ-პირის დაავადებით დამთავრებული.კოქსაკის ვირუსთან ხშირად ასოცირდება ხელ-ფეხ-პირის დაავადება, რომლის დროსაც გამონაყარი ხელისგულებზე, ტერფებზე და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებზეც ჩნდება. პირის ღრუში წარმოქმნილი მტკივნეული წყლულები კი ბავშვს ჭამასა და სითხის მიღებაში უშლის ხელს.როგორ ვრცელდება კოქსაკის ვირუსი?ინფექცია საკმაოდ გადამდებია და მისი გავრცელება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.ჰაერში გაფანტული წვეთებით: ინფიცირებული ადამიანის ხველის, ცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი ნაწილაკებით.დაბინძურებული ხელებითა და ზედაპირებით: ვირუსი შესაძლოა მოხვდეს სათამაშოებზე, კარის სახელურებსა და სხვა ხშირად გამოყენებულ ნივთებზე. ინფიცირება შესაძლებელია, თუ ადამიანი დაბინძურებული ხელით თვალებს, ცხვირს ან პირს შეეხება.ნერწყვითა და ბუშტუკების სითხით: ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს ახლო კონტაქტისას ან საერთო ჭურჭლის გამოყენებით.ფეკალურ-ორალური გზით: ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ტუალეტის გამოყენების ან საფენის გამოცვლის შემდეგ, თუ ხელები სათანადოდ არ დაიბანა.CDC-ის ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების პირველ კვირაში, თუმცა ვირუსი განავალში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყოფოდეს. ამასთან, ინფექციის გადაცემა უსიმპტომო ადამიანებისგანაც შესაძლებელია.რა სიმპტომებით ვლინდება კოქსაკის ვირუსი?ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე, როგორც წესი, დაახლოებით 3–7 დღე გადის. დაავადება ხშირად თავდაპირველად სიცხითა და საერთო სისუსტით იწყება.ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:სხეულის ტემპერატურის მომატება;ყელის ტკივილი და მადის დაქვეითება;საერთო სისუსტე და გაღიზიანებადობა;პირის ღრუში მტკივნეული წყლულები ან ბუშტუკები;გამონაყარი ხელისგულებსა და ტერფებზე;ზოგჯერ გამონაყარი დუნდულებზე, ფეხებსა და ხელებზეც.გამონაყარი შესაძლოა წითელი ლაქების ან სითხით სავსე ბუშტუკების სახით გამოვლინდეს. ყველა პაციენტს ყველა სიმპტომი არ უვითარდება - ზოგიერთ შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს ან საერთოდ უსიმპტომოა.პირის ღრუს წყლულები განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან ტკივილის გამო მათ შესაძლოა სითხის მიღებაზე უარი თქვან.რამდენად საშიშია კოქსაკის ვირუსი?შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი 7–10 დღეში გამოჯანმრთელდება. თუმცა, როგორც ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში, გართულებების რისკი არსებობს.ერთ-ერთი მთავარი საფრთხე გაუწყლოებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ბავშვს პირის ღრუს ტკივილის გამო საკმარისი სითხის მიღება უჭირს.იშვიათ შემთხვევებში ენტეროვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსული მენინგიტი ან ენცეფალიტი. ასეთი გართულებები იშვიათია, თუმცა საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას.ექიმთან დროული მიმართვა აუცილებელია, თუ:ბავშვს სითხის დალევა არ შეუძლია ან შარდვა საგრძნობლად შეუმცირდა;მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს გრძელდება;აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, კისრის გაშეშება ან უჩვეულო მოდუნება;მდგომარეობა უარესდება ან სიმპტომები ათ დღეში არ უმჯობესდება;ავად არის ექვს თვემდე ასაკის ჩვილი.ძლიერი მოდუნების, ცნობიერების ცვლილების, კრუნჩხვის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.როგორ მკურნალობენ კოქსაკის ვირუსს?კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ხელ-ფეხ-პირის დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება. მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებასა და გაუწყლოების თავიდან აცილებას ემსახურება.რეკომენდებულია:სითხის ხშირი მიღება მცირე ულუფებით;გრილი სასმელები და რბილი საკვები, თუ ყლაპვა მტკივნეულია;დასვენება;სიცხისა და ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით.ბავშვებისთვის ასპირინის მიცემა დაუშვებელია. ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი სხვა ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო.როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?პრევენციის მთავარი საშუალება ჰიგიენაა. ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენების, საფენის გამოცვლისა და ბავშვის მოვლის შემდეგ.ასევე მნიშვნელოვანია ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და სათამაშოების გაწმენდა, პირადი ჭურჭლის გაზიარებისგან თავის შეკავება და ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა.ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში დაბრუნების საკითხი უნდა შეფასდეს მისი მდგომარეობისა და ადგილობრივი რეკომენდაციების მიხედვით. CDC-ის მითითებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადების მქონე ბავშვი შეიძლება დაუბრუნდეს დაწესებულებას, თუ სიცხე აღარ აქვს, თავს საკმარისად კარგად გრძნობს და პირის ღრუს წყლულების გამო უკონტროლო ნერწყვდენა არ აღენიშნება. კონკრეტული ეპიდემიური სიტუაციის დროს შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები მოქმედებდეს.

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება • 1792523832

„წლევანდელი სეზონი გასული წლისგან განსხვავებულია“ - რომელი ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში და რას ამბობს ივანე ჩხაიძე

„წლევანდელი სეზონი გასული წლისგან განსხვავებულია - ამ დროისთვის გრიპი ჯერ არ ჩანს, მაშინ როცა შარშან ამ პერიოდში ის უკვე ცირკულირებდა“, - ამის შესახებ პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს.მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად რინოვირუსი ვრცელდება, რომელიც, როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს და სიმპტომები რამდენიმე დღეში მცირდება. თუმცა, ხველა შესაძლოა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ან უფრო მეტხანსაც შენარჩუნდეს.„რინოვირუსისთვის დამახასიათებელია ცემინება, სურდო და შედარებით დაბალი ტემპერატურა, გრიპს კი ხშირად მაღალი სიცხე და გამოხატული საერთო სისუსტე ახლავს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ბექა ოდიშარია

პოლიტიკა • 1792162660

ბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერ სოზარ სუბარისგან აიღოს,  გამოთქმული შენიშვნები კონსტრუქციულად ჩამოაყალიბოს და კოლეგებს წინადადებების განხილვა შესთავაზოს. განცხადება ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.„ძალიან კარგია, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები წინადადებებით გამოდიან, ეს არის საქმიანი მიდგომა, კარგია, რომ პენსიონერების საკითხზე ამახვილებთ ყურადღებას და ჩვენი ქართული პოლიტიკის კლოუნ-პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის, მსგავსად არ იქცევით. ახლოსაც არ გაყენებთ, არ გეგონოთ, პირიქით, მოგიწოდებთ, მაგალითი პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერისგან, სოზარ სუბარისგან, აიღოთ და თქვენი წინადადებები ისევე ჩამოაყალიბოთ, როგორც ეს ამ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პარლამენტში გააკეთა“, -  განაცხადა ბექა ოდიშარიამ.მისივე თქმით, ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს, არც მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკას და არც  მწვავე გამონათქვამებს არ ერიდება.„მიუდექით საკითხს ისე, როგორც „ხალხის ძალა“ მიუდგა ვეტერანების საკითხს, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან არგუმენტირებულად და საქმიანად ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება. ხალხის ძალამ და, კერძოდ, სოზარ სუბარმა, რომელიც ჯანსაღი ოპოზიციაა და  ხშირად არ ერიდება მთავრობის კრიტიკას, გამოთქვა მტკიცე მოსაზრება, რომ ვეტერანების დახმარება უნდა  გაიზარდოს  100 ლარით და მთავრობას უკან დაუბრუნეს ბიუჯეტი.ნამდვილად არსებობს პენსიის მატებასთან  დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ვეტერანთა რაოდენობა  60 ათასია, პენსიონერები კი ათჯერ მეტი არიან.ეს არის საქმიანი მიდგომა, ჯანსაღ კრიტიკას მიესალმება და მიიღებს ყველა, ჩამოაყალიბეთ თქვენი წინადადებები, მოამზადეთ  შესაბამისი გაანგარიშებით და  არგუმენტებით დასაბუთებული წერილობითი მომართვა, რომელსაც თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ გამოვიტანთ დისკუსიაზე“, - მიმართა ბექა ოდიშარიამ გიორგი ქარდავას.საკრებულოს წევრმა დღევანდელ სხდომაზე კომენტარი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ საზოგადოება იმთავითვე მიხვდა, რომ მავანნი ბუზისგან სპილოს შექმნას ცდილობდნენ.„ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი  ბატონი გურამ ოქროპირიძე თავის  მრავალრიცხოვან გუნდთან ერთად ტიტანურ შრომას ეწევა, რომ ჩვენს პატარებს შესაბამისი პირობები, უსაფრთხო  გარემო და ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ. არსებობს ჩასაფრებული ოპოზიცია, ვისაც შეუძლია  ბუზის სპილოდ ქცევა და გავრცელებული რიგითი ვირუსი, საკვებით გამოწვეულ მასობრივ მოწამვლად  მონათლოს.  ჩვენ  ვაფასებთ ბაგა-ბაღების მრავალათასიანი კოლექტივის უდიდესი რუდუნებით და პასუხისმგებლობის  მაღალი ნიშნით გამორჩეულ შრომას  და არავის  მივცემთ უფლებას, ჩირქი მოსცხოს მათ ავტორიტეტს“,  - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბაღების სააგენტო

საზოგადოება • 1792057134

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედალაქის ბაღებიდან აღებული სურსათის ნიმუშების კვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც, არც ერთ ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა და ყველა საკვები პროდუქტი სრულად შეესაბამება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს."განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში.„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)”, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.აღნიშნული კვლევის საჭიროება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დადგა, როცა კლინიკაში ბავშვთა მაღალი მიმართვიანობა დაფიქსირდა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ ბავშვთა ავადობა ნოროვირუსით იყო გამოწვეული. მიზეზების კვლევა მყისიერად დაიწყო და მასში ჩართული იყო როგორც დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები, ისე სურსათის ეროვნული სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვების მიმართულების კონტროლის საკმაოდ მკაცრი მექანიზმი მოქმედებს. კვების თითოეულ პროდუქტს დაწესებულებაში შესვლისას თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევების ოქმები.ამასთან, ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი და მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც ყოველდღიურ ზედამხედველობას უწევს საკვებ პროდუქტებს, მათ მომზადებასა და მიწოდებას საბოლოო ბენეფიციარამდე. ასევე, ყველა საბავშვო ბაღში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სპეციალისტები," - აღნიშნულია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 საბავშვო ბაღი

საზოგადოება • 1792046032

საბავშვო ბაღებიდან აღებული 694 ნიმუშის პასუხი ცნობილია - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს;საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში  დარღვევა არ გამოვლინდა:  სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.📊 ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათისყველა-694 ნიმუშის  კვლევის შედეგია ცნობილი.  ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.ℹ️ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.✅ სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს  ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები  და სასმელი წყალი. კვლევა  განხორციელდა ისეთ  მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

ინგა მამუჩიშვილი

საზოგადოება • 1792011222

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას აზიარებს: „ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა - რა არის ცნობილი ირკუტსკში შავი ჭირის ეპიდაფეთქების შესახებ.საინფორმაციო პორტალების ცნობით, რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში, რომელიც მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ე.წ. „შავი ჭირის საწინააღმდეგო“ ინსტიტუტში თანამშრომელს დაუზიანდა შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის (Yersinia pestis) კულტურის შემცველი კონტეინერი, რის შედეგადაც დაინფიცირდა შავი ჭირის ფილტვის (პნევმონიური) ფორმით და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თითქმის 200 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ საწყის ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი სუბიექტები არიან, იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს სიმპტომები, თუმცა არ არის ცნობილი, რა ტიპის სიმპტომებზეა საუბარი და არის თუ არა ეს სიმპტომები კავშირში შავ ჭირთან.1972 წელს საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა ბიოლოგიური იარაღის კონვენციას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს. ამის შემდეგ, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიმართულებით კვლევები, რა თქმა უნდა, გრძელდებოდა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე ამ იარაღის მფლობელ სხვა სახელმწიფოებშიც, ოღონდ უკვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შირმით. საბჭოთა კავშირში მსგავსი კვლევითი ინსტიტუტების ერთი ნაწილი ცნობილი იყო როგორც ე.წ. „შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ცენტრები“. ამ ცენტრების სამუშაო მიმართულებები და სპეციფიკა განსხვავებული იყო: ზოგიერთი მათგანი მართლაც თავდაცვით და ეპიდემიების კონტროლის საკითხებზე კონცენტრირდებოდა, თუმცა სხვები მუშაობდნენ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე. ამ მხრივ საინტერესო დაავადებებს წარმოადგენდნენ შავი ჭირი, ჯილეხი, ტულარემია, ყვავილი, მარბურგის ვირუსით გამოწვეული დაავადება და სხვა. ბიოლოგიური იარაღისთვის პერსპექტიული მიმართულებები იყო პათოგენის ვირულენტობის (ანუ დამაზიანებლობის) გაზრდა, ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის გამომუშავება, ჰაერით ან აირ-წვეთოვნად გადაცემის პოტენციალის გაუმჯობესება და სხვა. სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა მუშაობა შავ ჭირთან დაკავშირებითაც.შავი ჭირი გამოწვეულია ბაქტერიით Yersinia pestis, რომელიც წარმოადგენს მაღალი ლეტალობის პოტენციის მქონე ინფექციას. ის ბუნებრივად ვრცელდება ინფიცირებული მღრღნელებიდან ადამიანებზე რწყილების მეშვეობით. შუა საუკუნეებში სწორედ შავმა ჭირმა იმსხვერპლა ევროპის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცნობილი ეპიდემიების დროს. რწყილით გადაცემისას ის ტიპიურად იწვევს ე.წ. ბუბონურ ჭირს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ლიმფური კვანძების გადიდება (ე.წ. ბუბონები), დაჩირქება, სისტემური გავრცელება, სეფსისი და სიკვდილი. დისემინირებული ინფექციის დროს პაციენტების ნაწილს უვითარდება ფილტვის ფორმაც, რა დროსაც დაავადებამ უკვე შესაძლოა მიიღოს აირ-წვეთოვანი ან ჰაერით გადაცემის პოტენციალიც. ბუნებრივი ეპიდემიების დროს შავი ჭირის ფილტვის ფორმა და ამ გზით გადაცემა საკმაოდ იშვიათია. საპირისპიროდ ამისა, ბიოლოგიური იარაღის შემთხვევაში სწორედ ჰაერით/აირ-წვეთოვნად გადაცემაზეა ძირითადი აქცენტი და ხდება ბაქტერიების ისეთი ქვეტიპების შემუშავება, რომლებიც ეფექტურად გადაეცემა ამ გზით.ირკუტსკის ინციდენტის შესახებ გადამოწმებული დეტალები ძალზე მწირია.ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის დაწესებულებას წარმოადგენს ირკუტსკის შავი ჭირის კვლევითი ცენტრი. აღნიშნული ცენტრი შესაძლოა მუშაობს ველურ Y. pestis-ის შტამებზე, მათ მიმართ შეკავების ღონისძიებებზე და ა.შ., თუმცა ასევე შესაძლოა, სინამდვილეში ის წარმოადგენდეს ბიოლოგიური იარაღის კვლევით ცენტრს, რომლის ამოცანებს წარმოადგენს შავი ჭირის შტამების ლეტალურობის, სტაბილურობისა და დამცავი ღონისძიებების მიმართ გამძლეობის გაუმჯობესება. შესაბამისად, არ ვიცით შავი ჭირის რომელი შტამით დაინფიცირდა მკვლევარი და არც იმ კვლევის ბუნება, რომელსაც ის ატარებდა.ლაბორატორიის თანამშრომელში, ლაბორატორიის ტერიტორიაზე ბაქტერიული კულტურის კონტეინერის გატეხვით განვითარებული დაავადების ფილტვის ფორმის შესახებ ცნობები, მიუთითებს ინჰალაციის გზით დასნებოვნებაზე, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია და სხვა პოტენციური ალტერნატივები და სცენარებიც არ გამოირიცხება.გაურკვეველია ასევე, თუ რატომ გარდაიცვალა აღნიშნული ლაბორანტი. თუ ექსპოზიცია მართლაც კონტეინერის გატეხვის გამო მოხდა, მიღებული იქნებოდა მარტივი სტანდარტული ღონისძიებები (ანტიბიოტიკით პროფილაქტიკური მკურნალობა), რაც ტიპიურად ძალზე ეფექტურია და წესით, არათუ ლეტალური შემთხვევა, სიმპტომური დაავადებაც კი მაღალი ალბათობით არ უნდა გამოეწვია. ასეთ ვითარებაში ჩნდება ეჭვი, რომ ან საქმე უნდა გვქონდეს უკიდურესად მაღალი ვირულენტობის ან ანტიბიოტიკებისადმი პანრეზისტენტულ პათოგენთან — ბიოლოგიურ იარაღთან. თუ ამგვარ მაღალლეტალურ ბიოლოგიურ იარაღთან არ გვაქვს საქმე, მაშინ საწყისი ინფიცირების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს სწორი და გავრცელება მოხდა გაცილებით მასიური და უკონტროლო გზით, მაგალითად როგორიც იყო 1979 წლის სვერდლოვსკის ციმბირის წყლულის აფეთქება. სვერდლოვსკის ინციდენტის დროს მოხდა ლაბორატორიიდან გარემოში აეროზოლიზებული ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის (Bacillus anthracis) სპორების მშრალი ფხვნილის გაფრქვევა, რასაც მოჰყვა ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის მასიური ინფიცირება ჯილეხის ფილტვის ფორმითა და მასიური სიკვდილიანობით.ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს კარანტინისა და იზოლაციის მასშტაბები. საქმე იმაშია, რომ ველური ტიპის ბაქტერიით ფილტვის შავი ჭირის შემთხვევების დროს შემდგომი გადამდებლობა შეზღუდულია, რადგან მისი ძირითადი რეპროდუქციული ინდექსი (R_0) შეადგენს 1.3-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი პაციენტები საშუალოდ მხოლოდ 1.3 მეორად ინფექციას გამოიწვევენ, რაც არაეფექტურია გავრცელებისთვის. 1.3-იანი R_0-ით მჭიდრო კონტაქტების 30%-ის წარმატებული იზოლაცია საკმარისია აფეთქების შესაკავებლად. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1–3 დღე, პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული სიმპტომური ხდება (განსხვავებით, მაგალითად, კოვიდის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსისგან, რომელიც ძირითადად უსიმპტომო და ძალზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდებოდა, რაც მკვეთრად ართულებდა კოვიდის დროს კარანტინისა და იზოლაციის ღონისძიებებს) და ანტიბიოტიკებით მკურნალობის გარეშე შავი ჭირის ფილტვის ფორმა პრაქტიკულად უნივერსალურად ლეტალურია (ანტიბიოტიკები ადრეულ სტადიაზე ძალზე ეფექტურია). ყოველივე ზემოთქმული ძალზე აიოლებს შავი ჭირის ფილტვის ფორმის ეპიდემიოლოგიურ კონტროლს. ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არის 200 ადამიანი იზოლირებული, რადგან სინჯარის გატეხვის ინციდენტი ცხადია, ლაბორატორიაში უნდა მომხდარიყო და თანაც — ლაბორატორიის ძალზე შეზღუდული დაშვების არეალში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით ირკუტსკის ლაბორატორიაში მუშაობს 90-მდე ადამიანი, ექსპოზირებული უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ რამდენიმე ლაბორანტი, რომელთაც BSL-3/4 დაშვება ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, იზოლირებულ ადამიანთა ძალზე დიდი რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს ეპიდაფეთქების სხვა გზებზე და არა გაცხადებულ კონტეინერის ინციდენტზე. ამ მხრივ ძალიან საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა, თუ რა კონტიგენტია ძირითადად იზოლირებული: ლაბორატორიის თანამშრომლები ძირითადად (რაც კვლავ ლაბორატორიის შიდა ინციდენტზე მიგვითითებდა), თუ ქალაქის მოსახლეობა ლაბორატორიის ახლოს (ეს უკანასკნელი გავრცელების სხვა ტიპზე ან ბიოლოგიურ იარაღზე უფრო გვაფიქრებინებდა).საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ჩვენთან პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ტიპიურად, მსგავს სიტუაციებში უფრო მეტად ბანალური უსაფრთხოების წესების დარღვევასთან გვაქვს ხოლმე საქმე. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეხება გვქონდეს მაღალვირულენტურ, ანტიბიოტიკების მიმართ უკიდურესად გამძლე და სწრაფად გავრცელებად ბაქტერიულ შტამებთან. თუ ეპიდაფეთქება გამოწვეულია სტანდარტული Y. pestis ველური შტამით, მისი ფართო გავრცელება აბსოლუტურად არარეალურია, მით უმეტეს, რომ ადგილზე საკმაოდ აგრესიული საკარანტინო და საიზოლაციო ღონისძიებები ხორციელდება.უახლოეს ხანებში, იმედია, გვექნება მეტი ინფორმაცია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად. 

ინფექცია

მსოფლიო • 1791573865

კიბოს ყოველი 8 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფექციას უკავშირდება - ახალი გლობალური კვლევა

მეცნიერების შეფასებით, 2024 წელს მსოფლიოში კიბოს დაახლოებით 2.3 მილიონი ახალი შემთხვევა ინფექციურ აგენტებთან იყო დაკავშირებული. მკვლევრები აცხადებენ, რომ ინფექციების პრევენცია, ვაქცინაცია და დროული მკურნალობა კიბოს შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილის თავიდან აცილებას შეიძლება დაეხმაროს.კიბო მხოლოდ გენეტიკურ ცვლილებებსა და გარემო ფაქტორებს არ უკავშირდება. ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადების განვითარებაში ვირუსები, ბაქტერიები და სხვა ინფექციური აგენტებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამის შესახებ ახალი გლობალური კვლევა მიუთითებს, რომლის შედეგებიც სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნდა.კვლევა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მეცნიერებმა ჩაატარეს. მათი შეფასებით, 2024 წელს მსოფლიოში გამოვლენილი კიბოს ახალი შემთხვევების დაახლოებით 12% ინფექციებთან იყო დაკავშირებული — ეს დაახლოებით ყოველი მერვე შემთხვევაა.რომელი ინფექციებია ყველაზე მეტად დაკავშირებული კიბოსთან?მკვლევრებმა კიბოს გამომწვევად კლასიფიცირებული 12 ინფექციური აგენტის მონაცემები გააანალიზეს. მათ შორის ყველაზე დიდი წილი ხუთ ინფექციაზე მოდიოდა:Helicobacter pylori (H. pylori) - ბაქტერია, რომელიც კუჭის კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული. კვლევის შეფასებით, მას დაახლოებით 760 000 შემთხვევა მიეწერებოდა.ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) - ვირუსი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის მიზეზია და სხვა ტიპის კიბოებთანაც არის დაკავშირებული. მას დაახლოებით 750 000 შემთხვევა მიეწერებოდა.B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) - ღვიძლის კიბოს მნიშვნელოვანი რისკფაქტორი. მას დაახლოებით 360 000 შემთხვევა უკავშირდებოდა.ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) - ვირუსი, რომელიც გარკვეული ტიპის ლიმფომებსა და სხვა სიმსივნეებთან არის დაკავშირებული. კვლევაში მას დაახლოებით 260 000 შემთხვევა მიეწერებოდა.C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) - ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორი, რომელსაც დაახლოებით 160 000 შემთხვევა უკავშირდებოდა.მონაცემები მკვლევრებმა 2024 წლის კიბოს შემთხვევების გლობალური შეფასებების საფუძველზე გამოთვალეს. ეს რიცხვები სტატისტიკური შეფასებებია და არა თითოეული პაციენტის შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის ინდივიდუალური დადასტურება.რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?კვლევის მთავარი გზავნილი ისაა, რომ კიბოს შემთხვევების გარკვეული ნაწილის პრევენცია შესაძლებელია. ინფექციებთან დაკავშირებული ყველა სიმსივნის თავიდან აცილება ვერ ხერხდება, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლებიც რისკის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.მაგალითად, HPV-სა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციებთან დაკავშირებული კიბოს პრევენციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ასევე მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის დროული გამოვლენა და მკურნალობა, H. pylori-ის ინფექციის დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა, აგრეთვე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმ ქვეყნებსა და რეგიონებს, სადაც ინფექციების გავრცელება მაღალია, ხოლო ვაქცინაციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა - შეზღუდული.რა უნდა ვიცოდეთ პრევენციის შესახებ?სპეციალისტების რეკომენდაციებით, მნიშვნელოვანია ასაკისა და ინდივიდუალური რისკის შესაბამისი ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში ინფექციებზე გამოკვლევა, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის დროულად ჩატარება და რეკომენდებული სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობა.ამასთან, ინფექციასთან დაკავშირებული კიბოს რისკი არ ნიშნავს, რომ ინფიცირებულ ადამიანს აუცილებლად განუვითარდება სიმსივნე. რისკზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის ინფექციის ტიპი, მისი ხანგრძლივობა, ადამიანის იმუნური მდგომარეობა და სხვა გარემოებები.კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კიბოსთან ბრძოლა მხოლოდ დაავადების აღმოჩენისა და მკურნალობის შემდეგ არ იწყება - მნიშვნელოვანი როლი აქვს ინფექციების პრევენციას, დროულ დიაგნოსტიკასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებს.

ალექსანდრე გოგინავა

საზოგადოება • 1791531480

რამდენად რეალურია „შავი ჭირის“ პანდემია - ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება

რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რამდენად რეალურია ინფექციის ფართომასშტაბიანი პანდემიის საფრთხე.„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბაქტერიული ინფექციის კორონავირუსივით სწრაფი და მასობრივი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. მისივე თქმით, შავი ჭირის რუსეთიდან გასვლის თეორიული შანსი ძალიან დაბალია. „არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, თუ რატომ არ შეიძლება კოვიდპანდემიისა და შავი ჭირის ლოკალური ეპიდაფეთქების შედარება. პირველ რიგში, კოვიდი არის ვირუსი, შავი ჭირი არის ბაქტერია. კოვიდითა და სხვა ვირუსული ინფექციებით, რომელიც რესპირატორული გზით ვრცელდება, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს საკმაოდ დიდ მანძილზე. გარკვეულ შემთხვევებში, 4-5 მეტრზე შეიძლება დაინფიცირება. როდესაც საუბარი გვაქვს შავ ჭირზე, ის არის ბაქტერია, ბევრად უფრო მძიმეა და იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, მინიმუმ 2 მეტრზე უფრო ახლო კონტაქტი უნდა იყოს და ასევე უნდა იყოს ინტენსიური კონტაქტი. შესაბამისად, ამ დაავადების ფართომასშტაბიანი და სწრაფი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.ნახეთ ვიდეო: 

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება • 1791373620

საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, წელს საქართველოში დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელიც 3-კომპონენტიანია და მოიცავს 2 „ა“ ტიპის (მისურის და დარვინის შტამები) და 1 „ბე“ ტიპის (ტოკიოს შტამი) კომპონენტს.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის აქტიურობის პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში უნდა ველოდოთ.„მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი იქნება იმ სტატისტიკის ფარგლებში, რაზეც მრავალწლიანი მონაცემები მიუთითებს. ნოემბერში დაიწყება გრიპის შემთხვევების მატება, ხოლო დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი შესაძლოა, იყოს გრიპის აქტიურობის პიკი.სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სეზონი ნაკლებად აქტიურია გასული 2 წელთან შედარებით - ნაკლებია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას დავეყრდნობით, ყველაზე მეტი წილი მოდის რინოვირუსზე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 60% რინოვირუსით არის განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ მიმართვიანობა ფოკუსირებულია პირველად ჯანდაცვაზე და არა სტაციონარზე. ასევე ფიქსირდება იმ ტიპის ვირუსების მომატებული რაოდენობა, რაც მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის დაავადებას იწვევს. ეს არის - ე.წ. ძველი კორონავირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი. ბოლო კვირების განმავლობაში, სტაბილურად ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც.ერთადერთი ქვეყანა სადაც ფიქსირდება გრიპის ადრეული აფეთქება და გრიპის ვირუსის ადრეული დასაწყისი, ეს იაპონიაა. გრიპის ვირუსი აგვისტოში დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარე სეზონი იქ გამორჩეულია. ამას, არანაირი გავლენა არ გააჩნია საქართველოზე არც პროგნოზულად და არც რეალური ზემოქმედების თვალსაზრისით. რადგან ქვეყანაში გრიპის შემთხვევები არ არის მომატებული და არც მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, მოლოდინი გვაქვს, რომ გრიპის სეზონი წელს სტანდარტულად იქნება ისეთივე, როგორიც წინა წლებში იყო. ჩვენთან, ნოემბრიდან იწყება გრიპის გავრცელება. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისი ითვლება ვაქცინაციის იდეალურ პერიოდად. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. რისკ ჯგუფებს ( 65 წლის და უფროსი ასაკის პირები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პირები).როგორც წესი, ვაქცინა შემოდის ოქტომბრის თვეში და იგეგმება დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინის შემოტანა, რაც ქვეყნისთვის სავსებით საკმარისია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.ამასთან, განმარტა, თუ რატომ არის საჭირო გრიპის ვაქცინა ყოველ წელს.„მოცირკულირე გრიპის შტამები ყოველ წელს განსხვავებულია. გასულ წელს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი სჭარბობდა, 2 წლის უკან „ა“ ტიპის. გრიპის ვაქცინა არ განაპირობებს 1-წლიან დაცვას. გრიპის ვაქცინას დაცვის უნარი 6-8 თვის განმავლობაში აქვს საუკეთესო შემთხვევაში. წელს, ვაქცინის შემადგენლობა 100%-ით განახლებულია. 3-კომპონენტიანი ვაქცინა ნიშნავს, რომ ჩვენ წელს გვექნება შესაძლებლობა მოსახლეობას შევთავაზოთ გრიპის საწინააღმდეგო დაცვა და ამ ვაქცინაში შევა 2 „ა“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ერთი „ბე“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს „ა“ გრიპის მისურის შტამი, ა ტიპის დარვინის შტამი და ტოკიოს შტამი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.წყარო

✕