„თვალებახვეულმა დაიმახსოვრა გამტაცებლის სახე“ - სერიული მკვლელის საქმე, რომელმაც ათ ქალზე სექსუალურად იძალადა და მოკლა

ლისა მაქვეი

1984 წელს, ფლორიდაში სერიული მკვლელი გამოჩნდა, რომელმაც რვა თვის განმავლობაში, ათი ქალი გაიტაცა, მათზე სექსუალურად იძალადა და მოკლა.

ამავე წლის 3 ნოემბერს, 17 წლის ლიზა მაქვეი სამსახურის ღამის ცვლიდან ველოსიპედით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც უკნიდან უცნობმა მამაკაცმა აიყვანა. გოგონამ ყვირილი დაიწყო, თუმცა გამტაცებელი მას მოკვლით დაემუქრა და ლიზას ისღა დარჩენოდა, რომ გამტაცებლის ინსტრუქციები ზედმიწევნით შეესრულებინა. 

მამაკაცმა გოგონა დააბა, თვალები აუხვია და მანქანაში ჩასვა. ლიზამ შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში, მაინც შეეცადა ყველა იმ დეტალის დამახსოვრებას რისი დანახვაც, მოსმენაც და შეგრძნებაც შეეძლო. თავდაპირველად მან დაინახა, მანქანა დაათვალიერა და იმასაც მიხვდა, რომ გამტაცებელს ის ჩრდილოეთის მიმართულებით მიჰყავდა. საბოლოოდ, ისინი სახლში მივიდნენ, სადაც კაცი 26 საათი ძალადობდა გოგონაზე ფიზიკურად და სექსუალურად.

ძალადობის დროს ლიზას თვალები ახვეული ჰქონდა, თუმცა მან მაინც მოახერხა დამნაშავის სახის დამახსოვრება. მოძალადემ გოგონას ხელი სახეზე დაადებინა, რა დროსაც ლიზამ შეძლო იმ ფიზიკური დეტალების აღქმა, რომლების დამნაშავის იდენტიფიცირებაში გამოადგებოდა.

ლიზამ მაინც მოახერხა სახლში თითის ანაბეჭდების და ბიოლოგიური მასალის დატოვება. პარალელურად, ლიზამ გამტაცებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყო. გოგონამ გაარკვია, რომ მისი ქმედებების მიზეზი ქალებზე შურისძიება იყო და შეეცადა, რომ მოძალადის მიმართ თანაგრძნობა გამოეხატა. მას იმასაც შეჰპირდა, რომ თუ გაათავისუფლებდა, მასთან ურთიერთობას გააგრძელებდა და მომხდარის შესახებ არავის ეტყოდა.

საბოლოოდ, დამნაშავემ ლიზა გაათავისუფლა.

გოგონამ გადახდენილი ამბავი პოლიციას მოუყვა. გამომძიებელმა დანაშაულის გახსნა ლიზას მეხსიერებისა და სხვა საჭირო უნარების დახმარებით 12 დღეში მოახერხა. როგორც აღმოჩნდა, მისი გამტაცებელი სერიული მკვლელი - ბობი ჯო ლონგი აღმოჩნდა, რომელმაც 10 ქალის მკვლელობა აღიარა.

2019 წელს, ფლორიდაში დამნაშავე სიკვდილით დაისაჯა. პროცესს ლიზა მაქვეიც ესწრებოდა, რომელიც იმ დროისთვის, უკვე შერიფის მოადგილე გახლდათ.
 

ასევე ნახეთ:

"მხიარული ჯეინის" მკვლელობები 

ბავშვები, რომლებმაც ასაკის მიუხედავად შემზარავი მკვლელობები ჩაიდინეს

მამამ უფროსი შვილის ქორწილისთვის, უმცროსი 12 დოლარად გაყიდა - სულისშემძვრელი ამბავი