ბავშვები, რომლებმაც ასაკის მიუხედავად შემზარავი მკვლელობები ჩაიდინეს

არასრულწლოვანი დამნაშავეები

ბავშვები, რომლებიც მკვლელობას სჩადიან, სისხლის სამართლის დამნაშავეთა შემაშფოთებელ სეგმენტს წარმოადგენენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი ძირითადად სოციალურ, ოჯახურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს უკავშირდება. საბედნიეროდ, არასრულწლოვანი მკვლელების ფენომენი საკმაოდ იშვიათია, თუმცა, მათ მიერ ბავშვისთვის შეუფერებელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. სტატიის ფარგლებში გაგაცნობთ იმ არასრულწლოვნებს, რომლებმაც ადამიანებს თავი სწორედ ასეთი დანაშაულებით დაამახსოვრეს.

1. ჯესი პომეროი

ჯესი პომეროიმ, სავარაუდოდ, ცხრა ადამიანი მოკლა. მან ბავშვების წამება მაშინ დაიწყო, როდესაც ის მხოლოდ 11 წლის იყო. 1871 წელს პომეროიმ ხაფანგში ჩააგდო და თავს დაესხა შვიდ ახალგაზრდა ბიჭს. ის მათ სასტიკად უსწორდებოდა, ხანდახან ქინძისთავებსაც კი აჭერდა მათ ხორცში. მას ჰქონდა გამორჩეული გარეგნული მახასიათებლები, რის გამოც მისი ამოცნობა ადვილი იყო. საბოლოოდ ის დაიჭირეს და გამოსასწორებელ დაწესებულებაში გააგზავნეს, სადაც 18 წლამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა წელიწადნახევრის შემდეგ გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ პომეროის არ სურდა ადამიანისთვის მხოლოდ ტკივილის მიყენება, მას სურდა მოკვლა. ჯესიმ ათი წლის მერი კურანი  და ოთხი წლის ჰორას მულენი მოკლა. ბიჭმა აღიარა, რომ ჯამში 27 მსხვერპლი ჰყავდა. პოლიციამ კი მის სახლში 12 სხვადასხვა დროს მოკლული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა.

2. მერი ბელი

მერი ბელი ადრეული ასაკიდან იყო ძალადობისა და სხვა დანაშაულების შემსწრე, რის გამოც გასაკვირი არ არის, რომ ბავშვმა მალევე დაიწყო დანაშაულებრივი ქმედებები. ის ხშირად ესხმოდა თავს თანატოლებს, ახორციელებდა ვანდალიზმს და ქურდობდა. მოგვიანებით კი მისმა დანაშაულებმა უფრო მძიმე ხასიათი მიიღო.

მე-11 დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, მან მიტოვებულ სახლში ოთხი წლის ბიჭი დახრჩობით მოკლა. მკვლელობის ადგილას მან წერილი დატოვა, სადაც პასუხისმგებლობას იმ საბავშვო ბაღს აკისრებდა, სადაც ის თავის მეგობართან ერთად შეიჭრა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ, ბავშვმა სამი წლის ბიჭი დაახრჩო. ამჯერად ბავშვმა მსხვერპლის მუცელზე ასო "M" ამოკვეთა, გარდაცვლილს ფეხები დაუკაწრა და სასქესო ორგანოები დაუსახიჩრა. მერი 1980 წელს გაასამართლეს, თუმცა დღეს ის თავისუფალია. ცნობილია, რომ მერი ბელი ახლა 66 წლისაა და შეცვლილი სახელითა და გვარით, შვილთან და შვილიშვილთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.

3. ჯორდან ბრაუნი

2009 წლის 20 თებერვალს,  11 წლის ჯორდან ბრაუნმა მოკლა მამის 26 წლის საცოლე კენზი ჰუკი, რომელიც იმ დროს რვა თვის ორსული იყო. მძინარე ქალს ჯორდანმა თავში მამის ნაჩუქარი იარაღით ესროლა. აღნიშნულის შედეგად კი კენზისთან ერთად მისი არდაბადებული შვილიც გარდაიცვალა. ამბავს ჰუკის უფროსი ქალიშვილი შეესწრო, რომელმაც უფროსებს აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ აცნობა, რაც ჯორდანი სკოლაში წავიდა.

ჯორდანი ინციდენტის დღეს ორჯერ გამოიკითხა. დადასტურდა, რომ მკვლელობის მოტივს ეჭვიანობა წარმოადგენდა. 2018 წელს ის გაათავისუფლეს

ჯორდანი ინციდენტის დღეს ორჯერ გამოიკითხა პენსილვანიის შტატის პოლიციამ, სანამ მეორე დილით დააკავეს. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ჰუკი მოკლა ახალგაზრდა მოდელმა Harrington & Richardson-მა 20-ლიანდაგიანი თოფი. პროკურორებმა ვარაუდობდნენ, რომ ბრაუნმა დედინაცვალი მოკლა, რადგან იგი გაბრაზებული იყო ახალი და-ძმის მოლოდინში დაბადებით და ეჭვიანობდა იმ ყურადღების გამო, რაც მის დედინაცვალებს ექნებოდათ. თავდაპირველად ბრაუნი უნდა გაესამართლებინათ როგორც ზრდასრული, მაგრამ საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს პირველი ხარისხის მკვლელობაში არასრულწლოვანში. 2018 წელს ბრაუნი გაათავისუფლეს, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები შეიძლებოდა ყოფილიყო უცნობი თავდამსხმელის მიერ და, შესაბამისად, არასაკმარისი იყო გონივრული ეჭვის მიღმა მისი დამნაშავედ ცნობისთვის.

4. დევიდ ბრომი

16 წლის დევიდ ბრომმა მასობრივი მკვლელობისთვის გაითქვა სახელი. 1988 წელს მან ნაჯახით მოკლა თითქმის მთელი ოჯახი - მშობლები, ძმა და და. მკვლელობის მეორე დილას, მან მეგობარს დეტალურად აღუწერა მკვლელობა. ბიჭმა აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე საათით ადრე მამასთან მუსიკის გამო კამათი მოუვიდა, რის გამოც ის ღამის 03:00 საათზე მშობლების ოთახში შევიდა და ჯერ მამა მოკლა, შემდეგ კი დანარჩენი ოჯახის წევრებს მოუსპო სიცოცხლე. ჩადენილი დანაშაულისთვის ის დღემდე უვადო პატიმრობაში იმყოფება.

5. რობერტ ტომპსონი და ჯონ ვენაბლესი

1993 წლის თებერვალში, 10 წლის თანატოლებმა სკოლა გააცდინეს და სავაჭრო ცენტრში წავიდნენ, საიდანაც ორი წლის ბიჭი გაიტაცეს. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ მასალაში ჩანს, რომ ბიჭებმა ტკბილეული, თოჯინა, ბატარეები და ლურჯი საღებავის ქილა მოიპარეს. საბოლოოდ კი დედას შვილი მოჰპარეს და ლივერპულში, რკინიგზის ლიანდაგთან წაიყვანეს.

ადგილზე მისულებმა ბავშვს ტანსაცმელი გახადეს, პირში ბატარეები ჩაუდეს, თვალში საღებავი ჩაასხეს და სხეულზე 22 კილოგრამიანი რკინის ზოდი დაადეს. მსხვერპლის გარშწემო სიმძიმეები დაალაგეს, რათა, მატარებლის გავლის მომენტამდე პატარას თავის დაღწევა არ შეძლებოდა.

რობერტი და ჯონი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანები გახდნენ, ვინც მე-20 საუკუნეში მკვლელობისთვის გაასამართლეს. უკანასკნელი ცნობებით, ისინი 2001 წელს, შეცვლილი იდენტობით გაათავისუფლეს. როგორც ირკვევა, ვენაბლესი 2010 და 2017 წლებში კვლავ დააკავეს ბავშვების უხამსი სურათების ფლობისთვის.

ასევე ნახეთ:

"მხიარული ჯეინის" მკვლელობები

"ორი ქმარი და საკუთარი ქალიშვილები მოკლა" - ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი ქალის საქმე

ქართველი სერიული მკვლელები, რომელთაგან ორი ქალია - სკანდალური საქმეების დეტალები