"მხიარული ჯეინის" მკვლელობები

ჯეინ ტოპანი

ჯეინ ტოპანი კემბრიჯის საავადმყოფოს ერთ-ერთი საუკეთესო მედდა გახლდათ. პაციენტების მიმართ კეთილგანწყობის გამო, მას მხიარულ ჯეინსაც ეძახდნენ. ამ დროს არავინ იცოდა, რომ ის პაციენტების მოკვლით დიდ სიამოვნებას იღებდა.

ქალის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მან 31 პაციენიტის მკვლელობა აღიარა, თუმცა, დასაბუთებული ვარაუდით, მისი მსხვერპლების რაოდენობა აღნიშნულ რიცხვს აღემატება.

მოკლულებს შორის პაციენტების გარდა რამდენიმე მისი ნაცნობიც გახლდათ. აქედან გამომდინარე გაირკვა, რომ მისი მკვლელობების მიზეზი არამარტო სამედიცინო ინტერესი, არამედ ფსიქიკური პრობლემებიც გახლდათ.

ჯეინმა 18 წელი ტოპანების ოჯახში იცხოვრა და საბოლოოდ მათი გვარიც მიიღო. მოგვიანებით, მან კემბრიჯის ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა.

სწორედ იქ მოიპოვა მხიარული ჯეინის მეტსახელი, თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჩუმად წყვეტდა, თუ რომელი პაციენტი უნდა გამხდარიყო მისი მსხვერპლი.

ძირითადად ქალი სუსტ და მოხუც ადამიანებს ირჩევდა. მათ დიდი დოზით მორფინსა და ატროპინს აღებინებდა. როგორც გაირკვა, ჯეინს ნერვულ სისტემაზე მათი გავლენა აინტერესებდა. ეჭვის გაჩენის პრევენციისთვის, ის ყალბ სქემებს ამზადებდა და პაციენტებს ისე მკურნალობდა, რომ ძირითადად გათიშულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ.

ჯეინი მომაკვდავ პაციენტებთან ერთად საწოლში წვებოდა და მათ ეხუტებოდა. მოგვიანებით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ის მომაკვდავი ადამიანების მოფერებით სექსუალურად იგზნებოდა.

მისი ექსპერიმენტებისა და წვრილმანი ქურდობისკენ მიდრეკილების მიუხედავად, ის მასაჩუსეთის გენერალურ საავადმყოფოში, რომელიც იმ დროს ერთ ერთ პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებად ითვლებოდა კემბრიჯის საავადმყოფოს ექიმების რეკომენდაციით მოხვდა. იქ მუშაობისას ჯეინი კვლავ აგრძელებდა ექსპერიმენტის ჩატარებას და მეტიც, პაციენტებს ტკივილგამაყუჩებლებს ურეცეპტოდ ურიგებდა. საბოლოოდ ის საავადმყოფოდან გაათავისუფლეს.

ჯეინს მდიდარ ადამიანებთან მედდად მუშაობის დაწყება არ გასჭირვებია, რადგან ყველაფრის მიუხედავად, მას კერძო ექიმები დიდ რეკომენდაციას უწევდნენ.

საავადმყოფოს შეზღუდვებისგან თავისუფალ ტოპანს უკვე შეეძლო პაციენტებზე ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, როგორიც მას რეალურად სურდა. მან პაციენტების გარდა, სხვა ადამიანების მოკვლაც დაიწყო.

პირველად მან მოხუცი წყვილი მოკლა. ჯეინმა ორივე მათგანი მოწამლა. მოგვიანებით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ისინი უსუსურები და ჭირვეულები იყვნენ.

ტოპანის შემდეგი მსხვერპლი მისი მოხუცი პაციენტი გახდა.

ამის შემდეგ, ჯეინმა საკუთარი მეგობარი იმ მიზეზით მოკლა, რომ სასულიერო სასწავლებელში მისი ადგილის დაკავება სურდა.

აღნიშნულის შემდეგ, მან კიდევ რამდენიმე პაციენტი მოკლა. მისი უკანასკნელი მსხვერპლი კი საკუთარი და გახდა.

ჯეინი ტოპანების ოჯახის ბიოლოგიური შვილი არ ყოფილა. მას დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მამამ კი მასზე უარი თქვა და "მონობაში" ჩააბარა. ქალი ტოპანებთან ერთად გაიზარდა და საბოლოოდ მათი გვარიც მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი აღმზრდელი დედა საუკეთესო ხასიათით არ გამოირჩეოდა, ჯეინს კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის არაბიოლოგიურ დასთან.

1899 წლის ერთ საღამოს, ელისაბეტმა ჯეინი რამდენიმე დღით სახლში მიიწვია. ჯეინმა პიკნიკი მოამზადა, წყალი კი სტრიქნინით მოწამლა. ელისაბეტმა მოწამლული წყალი დალია და ჯეინის ხელებში გარდაიცვალა. ტოპანმა პოლიციასთან საუბარში ინციდენტი სიამოვნებით გაიხსენა: "მე ის ხელში მეჭირა და ბოლო ამოსუნთქვამდე აღფრთოვანებით ვუყურებდი" - თქვა მან.

ელისაბეტის მოკვლის შემდეგ, ის მის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დანაშაულის მიზეზი საკუთარ სიძეზე დაქორწინების სურვილი იყო. ჯეინმა მამაკაცი მოწამლა და ფიქრობდა, რომ მკურნალობითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებით მის მოხიბვლას შეძლებდა. სამწუხაროდ, მისი გეგმა ჩაიშალა და კაცმა ჯეინი სახლიდან გააძევა.

შეწუხებულმა ქალმა თვითმკვლელობა სცადა, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ტოპანმა აღმოაჩინა, მამაკაცისა და მისი ოჯახის მკვლელობის თაობაზე გამომძიებელი მის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა.

ტოპანს რამდენიმე წლით ადრე ნამდვილად ჰყავდა მამაკაცი მოკლული, რომლისგანაც კოტეჯს ქირაობდა. მასთან ერთად კი მისი ქალიშვილებიც.

1901 წელს ჯეინი დააპატიმრეს.

დაკითხვისას ჯეინმა დაზუსტებულად 31 მკვლელობა აღიარა, თუმცა მისივე თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა 100-საც აღწევდეს. დანაშაულების მიზეზად კი მისი თინეიჯერობის წარუმატებელი ურთიერთობა დაასახელა, რაც 16 წლის ასაკიდან ტანჯავდა.

ტოპანის ექსპერიმენტებზე ინფორმაცია გავრცელდა, რის შემდეგაც გამოჩნდა მისი უამრავი პაციენტი. ყველა მათგანს გააჩნდა ბუნდოვანი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ აძლევდა მათ ჯეინი სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს საავადმყოფოში ყოფნისას და როგორ აწვებოდა მათ ზემოდან.

სწორედ აღნიშნულის შემდეგ აღიარა მან, რომ მომაკვდავი ადამიანების ყურებით სექსუალურად კმაყოფილდებოდა.

ამ აღიარების გამო ნაფიც მსაჯულთა 27 წუთში მიღებული გადაწყვეტილებით ის სიგიჟის გამო უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. მან მთელი დარჩენილი ცხოვრება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა.

მისი მკვლელობის ტენდენციები არასდროს გამქრალა. ტოპანი ხშირად ეძახდა დერეფანში მყოფ მედდებს და მკვლელობით ემუქრებოდა.

"მიიღე მორფინი ძვირფასო და გავიდეთ პალატიდან. მე და შენ ძალიან გავერთობით მათი სიკვდილის ხილვით" ეუბნებოდა ის მომვლელებს.

ასევე ნახეთ:

"ორი ქმარი და საკუთარი ქალიშვილები მოკლა" - ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი ქალის საქმე

მამამ უფროსი შვილის ქორწილისთვის, უმცროსი 12 დოლარად გაყიდა - სულისშემძვრელი ამბავი

10-11 წლის ვიყავი, როცა ნასვამმა მამამ ჩემთან დაძინება გადაწყვიტა… – შემზარავი ისტორია