რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
სულთნის იარლიყი: რატომ აიძულებდნენ ჰარემებში ხარჭებს ჭიპის გახვრეტას?
ჭიპის პირსინგი თანდათან დაბრუნდა მოდაში. მაგრამ მრავალი საუკუნის წინ მას მხოლოდ მონა ქალებს უკეთებდნენ და არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ იდუმალი, საკრალური მიზნით.
დღეს ჭიპის პირსინგის დანიშნულება სხვა არაფერია, თუ არა მშვენიერი აღნაგობის წარმოჩენის საშუალება.
ჭიპის პირსინგი უძველესი დროიდან კეთდებოდა. მართალია, არც ისე იყო გავრცელებული, როგორც პირსინგების ინტიმური ტიპები.
ამ ტიპის პირსინგი ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული ოსმალეთის იმპერიაში. ზოგადად მიღებული იყო, რომ ყველა გოგონა, რომელიც ჰარამხანაში ცხოვრობდა, ჭიპის პირსინგს იკეთებდა. ფაქტობრივად, ჭიპის გახვრეტა ითვლებოდა ხარჭის ნიშნად.
გარდა ერთგვარი იარლიყისა თუ ეტიკეტის ფუნქციისა, ჭიპის პირსინგს ჰარამხანაში წმინდა მნიშვნელობაც ჰქონდა.აღმოსავლეთში ითვლებოდა, რომ ჭიპი სხეულის ნაწილია, რომელთანაც დაკავშირებულია ადამიანის ენერგიის ყველა არხი. ოსმალები დარწმუნებული იყვნენ, რომ ჭიპის პირსინგი წყვეტს არხების კავშირს და ნაწილობრივ ბლოკავს ტვინის მარცხენა მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე. მაშასადამე, პირსინგი ემსახურებოდა ხარჭების ერთგვარ დაცვას თავისუფალი აზროვნებისგან: სავარაუდოდ, მისი გავლენის გამო, მათ უნდა ეფიქრათ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაეკმაყოფილებინათ სხეულის მოთხოვნილებები - პირადი და მათი ბატონის.