ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
ლეგენდამ - სახელად ბუბა მარადისობაში 15 იანვარს გადაინაცვლა.
არტისტის სამოქალაქო პანაშვიდები მოეწყობა ხვალ (სამი საათის შემდეგ) და ზეგ ქაშვეთის ეკლესიაში, ხოლო ხუთშაბათს, 19 იანვარს, დილით, არტისტი უკანასკნელ წუთებს გაატარებს ფილარმონიაში, გასვენება კი 14 საათზე, სწორედ ფილარმონიიდან შედგება.
მისივე ანდერძის თანახმად, ვახტანგ კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე, დედისა და მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
არტისტის მეგობარმა და პროდიუსერმა, სოსო აბზიანიძემ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ 19 ივლისს, ბუბას დაბადების დღეზე, ესტრადის ვარსკვლავების ჩამოსვლა და გრანდიოზული საიუბილეო საღამოს მოწყობა იგეგმებოდა. იუბილე მოეწყობა, მაგრამ უკვე დიდი არტისტის გარეშე. როგორც პროდიუსერი ამბობს, 19 ივლისი ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ფესტივალად ჩამოყალიბდება.
სოსო აბზიანიძე: უკანასკნელად ამღერებული ბუბა კლინიკაში ლიზა ბაგრატიონმა გადაიღო. ბუბამ წაიღიღინა. მისი ეს ბოლო სიმღერა ისტორიას დარჩება.
19 ივლისს 85 წელი უსრულდებოდა და განსხვავებულად უნდა აღგვენიშნა. ჩამოდიოდნენ ალა ბორისოვნა, გალკინი და ბევრი ვარსკვლავი აპირებდა აქ მის მოფერებას. აქვე განვაცხადებ, ეს იუბილე ჩატარდება და ამიერიდან მას ბუბას სახელობის ყოველწლიური ფესტივალის ხასიათი ექნება. ეს უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ ბუბას სახელს არასდროს დავკარგავთ.
უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ბევრი სტუმარი ჩამოდის, პრეზიდენტი ზელენსკი დიდ დელეგაციას აგზავნის, სომხეთიდან ჩამოდიან სტუმრები.
დაწერილი დარჩა სცენარი "ქართველი - დიაგნოზი", რომელიც ოჯახის საკუთრებაა და მოლაპარაკების შემდეგ გადავიღებთ ფილმად, ისე როგორც ეს ბუბას სურდა.
რა გითხრათ, ძალიან განვიცდი, აზრს ვერ ვალაგებ. ბუბას წასვლა დიდი დანაკლისია საქართველოსთვის...
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984