„პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ეს მდგომარეობა ხანგრძლივდება“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს

ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის შფოთვას, ემოციურ გადაღლასა და დეპრესიულ განწყობას.

მიზეზი ერთი არაა: ქრონიკული სტრესი, ინფორმაციული გადატვირთვა, სოციალური ქსელები, ძილის დარღვევა, ცხოვრების სწრაფი ტემპი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი ერთმანეთის ეფექტს აძლიერებს.

თუმცა არის მეორე მიზეზიც: ადრე ბევრი ფსიქიკური პრობლემა უბრალოდ ამოუცნობი რჩებოდა. დღეს უკეთ ვიცნობთ მათ და ადამიანებიც უფრო თამამად საუბრობენ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე.

პერიოდული შფოთვა ან სევდა დაავადება არ არის. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ეს მდგომარეობა ხანგრძლივდება და ყოველდღიურ ცხოვრებას გვიშლის.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ ყველას“, - წერს მამუჩაშვილი. 

✕