წყალი 8 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

wyali

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

,,ხვალ, 17 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, დისევის ქ. I ჩიხის მიმდებარედ  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 17 იანვარს 23:00 საათიდან 18 იანვრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში:

ბალანჩინის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის ქუჩებს, „ჟვანიას“ კლინიკას და მიმდებარე საავადმყოფოებს (ლუბლიანას ქ.N21)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.