როდესაც მგელი ბრძოლას აგებს, მეორეს თავს უხრის, თითქოს ეუბნება - დავმარცხდი და დავასრულოთო. შემდეგ წარმოუდგენელი რამ ხდება... - საინტერესო ფაქტები მგლებზე

wolf

მგლის ჭკუისა და მოხერხებულობის შესახებ ოდითგან ცნობილია. ეს საინტერესო და თავისი წესების მქონე მტაცებელი, ადამიანმა, ვერა და ვერ მოათვინიერა. ოდესღაც ადამიანი და მგელი ერთად ცხოვრობდნენ და სწორედ მგლისგან მოვიდა ადამიანთან ძაღლი...

ახლა ზამთარია. ზამთარში მგლები ხროვებად ერთიანდებიან. ხროვაში ათი-თორმეტი, ზოგჯერ ოცამდე ნადირია. ასე დაძრწიან გზებსა და ბილიკებზე, ტყეში, ველად თუ მინდვრად და საკვებს ეძებს. საკვების ძიებაში ხროვა დიდ მანძილებს ფარავს. შიმშილისაგან გაბოროტებული მხეცები ერთობ გაბედულები ხდებიან, თავს ესხმიან სოფლებს: ცხვრის ფარებს, საქონლის სადგომებს, ძაღლებს.

მგლები თავის კლანში სუსტების არსებობას ნაკლებად უშვებენ. ბრმა ან ხეიბარი ზედმეტი ტვირთია. არსებობისთვის ბრძოლაში ყოველ წუთს ფხიზლად უნდა იყოს ნადირი.

რადგან ზამთარში ყველაზე მოსახერხებელი კოლექტიური ნადირობაა, განლაგებაში თავისი ტაქტიკა აქვთ შემუშავებული. წინ მიდის სამი ყველაზე სუსტი და ავადმყოფი მგელი. თუ ხროვას ჩასაფრება ემუქრება - კვდება პირველი სამი, ანუ ისედაც "მოსაშორებელი". ამ სუსტმა მგლებმა უნდა გათელონ თოვლი და შემოუნახონ ძალები დანარჩენებს. მათ შემდეგ მოდის ხუთი გამოცდილი მგელი - მობილური ავანგარდი (მოწინავე რაზმი). შუაში მიყოლებით მოდის ათიოდე მდედრი მგელი. მდედრების უკან ისევ ხუთი გამოცდილი მგელი მოდის - ბოლო რაზმი, მათი ფუნქციაა მთავარი ძალების დაცვა. ბოლოში კი ოდნავ მოშორებით თვითონ ხროვის ლიდერი მოდის. მისთვის აუცილებელია, რომ მთლიანად ხედავდეს ხროვას, აკონტროლებდეს და არეგულირებდეს მას....

***

მგლების შესახებ საინტერესო ფაქტებს შორის არის მოჩხუბარი მტაცებლების ტანდემის ამბავი.

როდესაც მგელი მეორე მგელთან ბრძოლას აგებს და ხვდება, რომ მას არ აქვს გამარჯვების შანსი, წაგებული მგელი მშვიდობიანად უხრის თავს, თითქოს ეუბნება: "მე დავმარცხდი, მოდი დავასრულოთ". მაგრამ შემდეგ წარმოუდგენელი რამ ხდება:

გამარჯვებული მგელი აუხსნელად პარალიზდება. ათასი წლის ძალაუფლების გენი ხელს უშლის მას მოკლას ის, ვისაც აქვს თავმდაბლობა აღიაროს დამარცხება. პირველადი მექანიზმი, რომელიც ჩაწერილია მის დნმ-ში და მის ფარგლებს გარეთ, მას ახსენებს, რომ მისი ჯიშის წარმომადგენლის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი განადგურებით მიღებული სიამოვნება.

რა მშვენიერი ინსტინქტური მექანიზმია! არც ერთია გამარჯვებული და არც ერთი დამარცხებული. ორი მგლის ცხოვრება გრძელდება.

კარგი იქნებოდა მგლებისგან აგვეღო ეს მართლაც და საგულისხმო საქციელი. ის ხომ სიამაყისგან და ძალაუფლების წყურვილისგან დაგვიცავდა და ათას უსიამოვნებას აგვარიდებდა.