"ბავშვს გადმოვაგდებ, თორემ დაიწვება...“ - რას ჰყვებიან თურქეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის თვითმხილველები

ხანძარი თურქეთში

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66 ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლის უმეტესობა ის ადამიანები არიან, ვინც ფანჯრებიდან გადახტნენ, რათა გადაერჩინათ.

ერთი მსხვერპლი გარდაიცვალა მე-11 სართულიდან გადახტომის მცდელობისას, სხვები კი გადაბმული თეთრეულით ფანჯრიდან ჩამოშვებას ცდილობდნენ. 
ცეცხლი ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროს რესტორანში ღამით გაჩნდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ.

ბოლუს გუბერნატორმა, აბდულაზიზ აიდინმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო TRT-ს განუცხადა, რომ ხანძარი 11 სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე, დაახლოებით დილის 3:30 საათზე გაჩნდა.
შემზარავ კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს ზედა სართულები და სახურავი ცეცხლშია ჩაფლული, ზოგიერთი სტუმარი ცდილობს ოთახებიდან თეთრეულის გამოყენებით, ცეცხლისგან თავის დაღწევას. 

სტიქიის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში თვითმხილველმა თქვა, რომ როდესაც ალი გაჩნდა, პანიკაში მყოფმა ხალხმა მე-11 სართულიდან გადახტომა დაიწყო.

მან ასევე გაიხსენა, რომ დაინახა მამაკაცი, რომელიც თავდაყირა დაეცემა მას შემდეგ, რაც ცეცხლმოკიდებული შენობის გვერდით ჩამოვარდა, როცა დახეული და ერთმანეთზე გადაბმული თეთრეულით ჩამოშვებას ცდილობდა. 

„მამაკაცს დაახლოებით ერთ წლამდე ბავშვი ეჭირა ხელში და ფანჯრიდან ყვიროდა: „ბავშვს გადმოვაგდებ, თორემ დაიწვება“, - დასძინა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ხანძრის გაჩენის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი ტრაგიკულად 66-მდე გაიზარდა.
”ჩვენი ტკივილი დიდია”, - განუცხადა ერლიკაიამ ჟურნალისტებს კურორტ კარტალკაიაში, დედაქალაქ ანკარას ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 100 მილის დაშორებით. დაიღუპა 66 და დაშავდა 51 ადამიანი.

თურქეთის ხელისუფლებამ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის სასტუმროს მფლობელი.

„ოთხი ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი, დააკავეს გამოძიების ფარგლებში, რომელსაც ექვსი პროკურორი აწარმოებს“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა ილმაზ ტუნჩმა Twitter-ზე.

ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განაცხადა, რომ ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

კადრებში ჩანს ცაში ამომავალი კვამლი, სასტუმროს უკან კი თოვლით დაფარული მთა ჩანს.

კურორტი მდებარეობს მთის მწვერვალზე, დაახლოებით 170 კილომეტრში (100 მილი) დედაქალაქ ანკარას ჩრდილო-დასავლეთით.

ხანძარი, რომელიც სავარაუდოდ რესტორანში შუაღამისას გაჩნდა, სწრაფად გავრცელდა.

მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

„ხანძრის ჩასაქრობად 267 ადამიანი იყო გაგზავნილი სხვადასხვა სამთავრობო უწყებიდან და ორგანიზაციიდან და მუშაობა გრძელდება“, - წერს იერლიკაიამ X/Twitter-ზე.

სასტუმროს ნაწილი კლდესთანაა, რის გამოც მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა უჭირთ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასტუმროში ხანძრის დროს 237 სტუმარი იყო და სკოლის არდადეგების გამო 80-დან 90 პროცენტამდე იყო სავსე.

შემთხვევის ადგილზე 30-მდე სახანძრო მანქანა და 28 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული, ხოლო კურორტის დარჩენილი სასტუმროების ევაკუაცია სიფრთხილის მიზნით განხორციელდა.

ევაკუირებული პირები ახლომდებარე სასტუმროებში მოათავსეს.
იუსტიციის მინისტრმა თუნჩმა განაცხადა, რომ ხანძრის გამოსაძიებლად ექვსი პროკურორი იყო დანიშნული.

ანკარაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „სამწუხაროდ, დღეს დილით ძალიან სამწუხარო ამბავი მივიღეთ ბოლუდან, კარტალკაიადან. სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩვენი და-ძმები დაიღუპნენ და დაშავდნენ.

„გატარდება ყველა საჭირო ნაბიჯი ინციდენტის ყველა ასპექტისთვის სინათლის მოსაფენად და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - დასძინა მან.

სასტუმროს სათხილამურო ინსტრუქტორი ნეკმი კეპჩეთუტანი ამბობს, რომ მას ეძინა, როცა ხანძარი გაჩნდა და შენობიდან გავიდა.

NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ შემდეგ 20-მდე სტუმარს დაეხმარა სასტუმროდან გაქცევაში.

მისი თქმით, სასტუმრო კვამლში იყო გახვეული, რის გამოც სტუმრებს გაუჭირდათ სახანძრო გასასვლელის პოვნა.

„ჩემს ზოგიერთ სტუდენტს ვერ ვპოულობ, იმედი მაქვს, რომ ისინი კარგად არიან", - განუცხადა სათხილამურო ინსტრუქტორმა ტელეარხს.  - წერს უცხოური მედია.