რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1737524393
აშშ-ს ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ახალი ომის დაწყების გარეშე. ამის შესახებ მან CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუბიოს თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება.
„ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს მდგრადი გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი დასრულდეს და ისევ დაიწყოს ორ, სამ ან ოთხ წელიწადში. ჩვენ გვსურს სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ, ტრამპმა 21 იანვარს განაცხადა, რომ შესაძლოა, განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება იმ შემთხვევაში თუკი კრემლის ლიდერი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებას არ დაიწყებს.