ქრისტემ თავისი ამაღლებით, ადამიანი ყოველთა ანგელოზთა მაღლა დააყენა. ამიტომაა ამაღლება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული - გილოცავთ!

amagleba

13 ივნისი ამაღლებაა. ამ მოძრავ საუფლო დღესასწაულს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ვზეიმობთ. 

აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო ქრისტე „ამაღლდა ზეცად“, საბოლოოდ დაასრულა რა თავისი, როგორც მხსნელი-მესიის, მიწიერი მსახურება და დაბრუნდა მამასთან.

ამაღლება - თავისი აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე ხშირად ეჩვენებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა მათ. უკანასკნელად კი აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა მოციქულებს, აიყვანა ისინი ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე და უბრძანა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, რადგან მიიღებდნენ რა განსაკუთრებულ ძალას მოციქულები, როცა სულიწმინდა გადავიდოდა მათზე, ისინი უნდა გამხდარიყვნენ ქრისტეს მოწამენი მთელს იერუსალიმში ქვეყნის დასასრულამდე.

დაასრულა რა თავისი სათქმელი იესომ, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბლებს მოეფარა. მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, როცა მათ უფლის ორი ანგელოზი გამოეცხადა, თეთრი, სპეტაკსამოსიანი ორი ახალგაზრდა კაცის სახით და აუწყა მათ, რომ ზეცად ამავალი უფლის მხილველნი, ქრისტეს ხელმეორედ მოსვლასაც იხილავდნენ თავის დროზე, სწორედ ისე, როგორც ახლა, ცის ღრუბლებით მომავალს, ოღონდ მაშინ ეს მსვლელობა იქნება დიდებით და ბრწყინვალებით შემოსილი.

მარკოზ მახარებელი გვამცნობს, რომ „იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა“ - ნიშნავს, რომ იესო ქრისტე თანაარსია მამისა, არაფრით არ არის მასზე ნაკლები. 

ქრისტე ამაღლდა ადამიანური ბუნებითა და ადამიანური სხეულით, თორემ წმინდა მამების განმარტებით, იგი ღვთაებრივი ბუნებით ყველგანმყოფია. ქრისტემ თავისი ამაღლებით სრულად განადიდა, აამაღლა და სრულიად განაღმრთო კაცობრივი ბუნება, რითაც ადამიანი ყოველთა ანგელოზთა მაღლა დააყენა. ამიტომაა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული უფლის ამაღლება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"სნეული ხარ? - უხმე იესოს და ჰპოვებ შვებას. განსაცდელში ხარ? ისევ იესოს უხმე და ღვთაებრივი ნუგეში მოალბობს შენს გულს. უიმედობამ გძლია? - ნუ დააყოვნებ" - იესოს ლოცვაზე

"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაულები

"სულ ვეძებდი ამ სიზმრად ნანახ ტაძარს. და როგორც კი ფეხი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შევდგი..." - დედა ელისაბედი სასწაულზე ჰყვება