ნახეთ დოკუმენტური ფილმი, რომელიც კოსტავების საგვარეულოზე მოგვითხრობს

გვარი

„გვარიშვილობა“... ესაა ფილმი, რომელიც ინახავს წარსულს და ქმნის მომავალს“ -  ასე აფასებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც კოსტავების საგვარეულოზე მოგვითხრობს. 

ფილმის გადაღების იდეაზე და გვარის წარმოშობის ისტორიაზე „პრაიმთაიმი“ ფილმის რეჟისორს, შალვა კოსტავას ესაუბრა.

„მერაბ კოსტავას მოღვაწეობიდან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ვეგონეთ მეგრელები. ეს გვარი აღმოჩნდა სვანეთიდან. მე-13 საუკუნიდან მოდის. შემდეგ, მე-14, მე-15 საუკუნეში სამეგრელოში გადმოვიდნენ. ახლა, სადაც კოსტავები არიან, ძირითადად იმერეთი და გურიაა. მანამდე ყოფილან კოსტანები, სვანეთში. იმიტომ გადავიღეთ, რომ ეს ცალკეული გვარისთვისაც მნიშვნელოვანია. რომ არა მერაბ კოსტავა და მისი მოღვაწეობა ცნობილი არ იქნებოდა ასე ჩვენი გვარი. მისი ცხოვრება ფილმშიც გადმოცემულია. ასევე, სხვა გამოჩენილი კოსტავების. მაგალითად, თამაზ კოსტავა, რომელიც დინამოს ფეხბურთელი იყო.

ფილმში, მთავარი ხაზი გვარის ისტორიაა. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია კოსტავების საგვარეულოსთვის. ასევე, საინტერესო უნდა იყოს სხვა გვარებისთვისაც, გამოიკვლიონ თუ ვინ არის მათ გვარში გამოჩენილი. ეს არის უფრო მიზანი და არ ის, ჩვენ დაგვემტკიცებინა, რომ მეგრელები კი არა, სვანები ვართ. ეს უფრო მნიშვნელოვანია. პატრიარქმა საგვარეულოების დალოცვა, რომ დაიწყო ეს იდეაც აქედან გაჩნდა. ვფიქრობ, რომ ესაა ფილმი, რომელიც ინახავს წარსულს და ქმნის მომავალს,“ - ამბობს შალვა კოსტავა.

დოკუმენტური ფილმის ნახვა შეგიძლიათ აქ.