პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1965 წლის 23 ივნისს ჰიუსტონის პატრული ხანშიშესული წყვილის, ფრედ და ედვინა როჯერების სახლს ეწვია. მათდა გასაკვირად, სახლი ცარიელი დახვდათ და ალბათ გამოსვლისას აპირებდნენ, როცა ერთ-ერთმა მათგანმა მაცივრის შემოწმება გადაწყვიტა.
ერთ-ერთმა პატრულმა, ჩარლზ ბალოკმა ეს სცენა გაიხსენა:
"მაცივარი გამოვაღეთ, სადაც ხორცის გარდა არაფერი დაგვხვდა. ჩემმა პარტნიორმა კომენტარი გააკეთა - თითქოს ვიღაცამ ღორი დაკლაო. ჩვენ არ ვიცოდით, რომ მაცივარში სხეული იყო იქამდე, სანამ დასახურად არ მოვემზადეთ და ბოსტნეულის ურნის ქვეშ ადამიანის თავი არ დავინახეთ."
პოლიციამ აღმოაჩინა, რომ 81 წლის ფრედი და 72 წლის ედვინა მაცივარში მოთავსებამდე ერთი კვირით ადრე მოკლეს. ედვინა სასტიკად სცემეს და დახვრიტეს, ხოლო ფრედს თავი დაულექწს. მოგვიანებით კი მისი შინაგანი ორგანოები ტუალეტში ჩარეცხეს.
მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია, მაგრამ მთავარი ეჭვმიტანილი იყო და არის ხანდაზმული წყვილის ვაჟი ჩარლზი, რომელიც იმ დროს 43 წლის იყო. ის უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ორმა ჰიუსტონელმა, ჰიუ და მართა გარდენიერებმა განაცხადეს, რომ მათ მკვლელობის საქმე გახსნეს.
მათი თქმით, ჩარლზი, რომელიც გეოფიზიკოსი იყო, მშობლების მხრიდან მცირე ასაკიდანვე განიცდიდა ფიზიკურ და ემოციურ შეურაცხყოფას. მისი მშობლები ცხოვრობდნენ სახლში, რომელიც ჩარლზს ეკუთვნოდა და მუდმივად იღებდნენ სესხებს მის სახელზე. მუდმივი ძალადობისგან დაღლილმა, ჩარლზმა ისინი მოკლა.
ითვლება, რომ ის შემდეგ გაიქცა მექსიკაში და მალევე გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, სადაც განაგრძო მუშაობა გეოფიზიკოსად.
1046 ოთახის საიდუმლო
1935 წლის 2 იანვარს, ახალგაზრდა მამაკაცი კანზასის სასტუმრო "პრეზიდენტის" 1046 ოთახში დასახლდა. რეგისტრატურაში როლანდ ოუენის სახელით დარეგისტრირდა და ადმინისტრატორს აცნობა, რომ ლოს ანჯელესიდან იყო. სასტუმროში შესვლისას მას ბარგი არ ჰქონია. თან ჰქონდა მხოლოდ კბილის ჯაგრისი, სავარცხელი და კბილის პასტა.
ამავე დღეს, 1046 ნომერში დამლაგებელი შევიდა. მისი თქმით, ოუენი შეშინებული ჩანდა. ფარდები ბოლომდე დახურული იყო და ოთახის სინათლის ერთადერთი წყარო პატარა სანათი გახლდათ. როდესაც ქალი დალაგებას მორჩა, სტუმარმა მას სთხოვა, რომ ოთახის კარი ღია დაეტოვებინა, რადგან იგი მეგობარს ელოდებოდა. მოგვიანებით, როცა დამლაგებელი ოთახში პირსახოცების შესატანად დაბრუნდა, მაგიდაზე წერილი დახვდა: "დონ, თხუთმეტ წუთში დავბრუნდები. დამელოდე." - იკითხებოდა ნაწერში.
მეორე დილას, ქალი ნომერში კვლავ დაბრუნდა. კარი გარედან იყო ჩაკეტილი. დამლაგებელმა იფიქრა, რომ როლანდი გასული გახლდათ, თუმცა, კაცი ოთახში დახვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ ის გარედან ჩაკეტა. ნომერი კვლავ ჩაბნელებული იყო. ცოტა ხნის შემდეგ, ტელეფონმა დარეკა. დამლაგებელმა ეს საუბარიც მოისმინა: "არა, დონ, არ მშია. ახლახან ვისაუზმე" ამბობდა ოუენი.
ამავე დღეს, მძღოლმა სახელად რობერტ ლეინმა სასტუმროს მახლობლად მამაკაცი აიყვანა. როგორც ჩანს, უცნობმა მამაკაცმა ლეინს უთხრა, რომ მეორე დღეს ვიღაცის მოკვლას აპირებდა. მოგვიანებით, ლეინმა მგზავრი ამოიცნო. როგორც აღმოჩნდა, ის როლანდ ოუენი გახლდათ.
იმავე ღამეს, როდესაც მოსამსახურე 1046 ოთახში სუფთა პირსახოცებით დაბრუნდა, მას უხეში ხმის მქონე კაცმა ოთახიდან გასვლა სთხოვა. მეორე დილით, სასტუმროს თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ნომერში ტელეფონი გამორთული იყო. ოთახში სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი გააგზავნეს. ბიჭმა სისხლის გუბეში მწოლიარე ოუენი აღმოაჩინა.
ერთი შეხედვითაც აშკარა იყო, რომ როლანდი აწამეს. როდესაც პოლიციამ ოუენს ჰკითხა, თუ ვინ გაუკეთა მას ეს, კაცმა უპასუხა, რომ არავინ. მისი თქმით, ის სააბაზანოში დაეცა და ჭრილობებიც ამის გამო ჰქონდა.
გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში როლანდ ოუენი არ არსებობდა. სინამდვილეში, მისი სახელი ჯონ დო გახლდათ. კაცი საავარმყოფოში გარდაიცვალა.
მის დამარხვას უცნობი ადამიანების სასაფლაოზე აპირებდნენ, თუმცა, საავადმყოფოში ანონიმური ზარი შევიდა. უცხო ადამიანი დაკრძალვის გადადებას ითხოვდა, იქამდე, სანამ დასაფლავებისთვის საჭირო ხარჯებს მოიპოვებდა. კაცის დაკრძალვაზე კი 13 ყვავილი და წერილი გააგზავნა. "მარადიული სიყვარული - ლუიზა" ეწერა წერილში.
1936 წელს ქალმა უცნობი მამაკაცის საქმის შესახებ შეიტყო და გაახსენდა, რომ "ოუენი" ძალიან ჰგავდა მისი მეგობრის დაკარგულ ვაჟს - არტემუს ოგლეტრის. ოგლეტრის დედამ დაადასტურა, რომ მამაკაცი 1046 ოთახიდან მართლაც მისი შვილი იყო. მიუხედავად ამისა, საქმის საფუძვლიანად გამოძიება ვერ მოხერხდა.
პოლიციამ ვერც უცნობი დონის და ვერც ვინმე ლუიზას პოვნა შეძლო...
უილერ ჰოლისა და ელეანორ რენჰარდტ მილსის მკვლელობა
1922 წლის 16 სექტემბერს ორი თინეიჯერი შეყვარებული სეირნობდა, როდესაც ვაშლის ხის ქვეშ მწოლიარე მამაკაცის და ქალის ცხედრები აღმოაჩინეს. ორივე მათგანი გარდაცვლილი იყო. მამაკაცს ცდცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ერთი, ხოლო ქალს სამი ჭრილობა ჰქონდა.
ორივე მათგანი პოზირებული იყო: მათი ფეხები ხისკენ იყო მიმართული. კაცის ხელი ქალის კისერზე იდო, ქალის კი კაცის მუხლზე. კაცს ქუდი ეხურა, ქალს კი შარფი ეკეთა. ირგვლივ სასიყვარულო წერილები იყო მიმოფანტული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალს ენა ამოაჭრეს.
ცხედრები მეუფე ედვარდ უილერ ჰოლსა და ელეანორ რენჰარდტ მილსს ეკუთვნოდათ. ისინი საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს, რეალურად კი პრივე მათგანი ქორწინებაში იმყოფებოდა. ელეანორის ქმარი ეკლესიის დამლაგებელი იყო. რაც შეეხება ედვარდის ცოლს, ის საკმაოდ შეძლებული ქალბატონი - ფრენსის სტივენ ჰოლი გახლდათ.
მალევე პოლიციას ჯეინ გიბსონი შეუერთდა - ფერმერი ქალი, რომელიც დანაშაულის ადგილას ცხოვრობდა. მისი თქმით, 14 სექტემბრის ღამეს მან სიმინდის ყანაში ორი მამაკაცი და ორი ქალი დაინახა. გიბსონმა თავდაპირველად ქალის ყვირილი გაიგო "ამიხსენი რას ნიშნავს ეს წერილები". შემდეგ იყო სროლის ხმა, რასაც ქალის ყვირილი მოყვა - "ჰენრი!" გაისმა ყანაში.
საქმეზე გამოძიება მალევე შეწყდა და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ოთხი წლის შემდეგ, ყოფილმა მსახურმა აღიარა, რომ მეუფეს ცოლთან განქორწინება და მილსთან ერთად აგქცევა სურდა.
ჯეინ გიბსონი ჩვენების მისაცემად გამოიძახეს, მაგრამ მისი ჩვენება ტყუილად ჩათვალეს. ფერმერის დედა მთელი ამ დროის მანძილზე შვილს მატყუარას ეძახდა, რამაც სამართალდამცველებს ქალის სიმართლეში უფრო ძლიერი ეჭვი გაუჩინა. საქმეზე ქალბატონი ჰოლი და მისი ძმები, ჰენრი და უილიამი გაასამართლეს, თუმცა, დღემდე არავინ იცის, იყვნენ თუ არა ისინი დამნაშავეები...
ასევე ნახეთ:
"მხოლოდ დრო გვიჩვენებს, გავიგებთ თუ არა, რა მოხდა 25 დეკემბრის ღამეს" - ჯონბენეტ რემსის საქმე
რიტუალები, რომლებიც შიშს გგვრის: 4 ქალის ისტორია - მათ საფლავებთან მიახლოების ეშინიათ დღემდე