პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის, მამა გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა ბევრისთვის ცნობილია. არის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მის ბიოგრაფიაში, რომელიც საგულისხმოა - როგორ აგრძნობინა უფალმა წმინდა ბერს, რომ ის მასთანაა!
რაც არ უნდა მოხდეს, ღვთის იმედი არ უნდა დავკარგოთ. აი, ეს არის უმთავრესი!
***
მღვდლობიდან და ზიარებიდან განყენებული მამა გაბრიელი ერთხელ სიონის კიბეზე იჯდა და მათხოვრობდა (ამ ფულს გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა, თავისთვის კი მხოლოდ სულის მოსათქმელ პურის ფულს იტოვებდა ხოლმე).
წირვის შემდეგ პატრიარქი (ეფრემ მეორე) ამოვიდა და ამ ყოფაში რომ იხილა, სული ტკივილმა და სიყვარულმა აღუვსო.
სვეტიცხოვლობა რომ მოახლოვდა, მცხეთას ფეხით წავიდა:
"ყოველივე უფალს მივანდე. იმ საღამოს სვეტიცხოველში დავრჩი და მოვილოცე. სვეტიცხოვლობა რომ თენდებოდა, ჩვენება ვნახე - ავფრინდი და პირდაპირ სვეტიცხოვლის საკურთხეველში ჩავფრინდი. ვხედავ, კათოლიკოსი იქ არის და მღვდლები გარს ახვევია, წირვა უნდა დაიწყოს და ემზადებიან. ამ დროს ღვთისმშობელი და მაცხოვარი მობრძანდნენ და კათოლიკოსი შეაჩერეს - მხოლოდ ამისგან შევიწირავთ მსხვერპლსო და ჩემზე მიანიშნეს. მივხვდი, მაცხოვარმა და ღვთისმშობელმა ნუგეში მომცეს. სვეტიცხოვლობას ნამდვილად მაზიარებენ-მეთქი, გავიფიქრე.
დილით, სანამ წირვა დაიწყებოდა, მითხრეს, კათოლიკოსი გეძახისო. მივედი. კათოლიკოსმა შეშინებულმა შემომხედა, ეტყობოდა, მასაც ჰქონდა გამოცხადება, მაგრამ მე ხომ არ მეტყოდა. მკითხა, ზიარებისთვის მზად ხარო? მერე მღვდელს დაუძახა, გაბრიელი შემოსეთ, საკურთხეველში შემოვიდეს და სწიროსო. მთელ ხალხს სიხარულის ცრემლი მოსდიოდა...
ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, თითქოს მე ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ კარგად დაიმახსოვროთ: რაც არ უნდა მოხდეს, ღვთის იმედი არასოდეს დაკარგოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას