„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ. თქვით, როცა სირთულეებს აწყდებით“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი

paisi

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი პაისი, ისევე როგორც ჩვენი მამა გაბრიელი, თანამედროვე წმინდანია. ის 1994 წელს გარდაიცვალა. წმინდანის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება. აქვს ბრძნული შეგონებანი. თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას სულისა და ხორცის საკურნებელ პატარა, თუმცა უძლიერეს ლოცვაზე შევაჩერებთ. 

წმინდა პაისი ათონელი ლოცვის შესახებ:

"მუდამ ბაგეებზე გქონდეთ „დიდება შენდა, ღმერთო!“ როდესაც ტკივილები მაწუხებს, „დიდება შენდა, ღმერთოს!“ გამაყუჩებლად ვიყენებ, სხვა არაფერი მშველის.

„დიდება შენდა, ღმერთო“ იესოს ლოცვასაც კი აღემატება. მღვდელ-მონაზონი ტიხონი ამბობდა, რომ „უფალო შეგვიწყალენ“ 100 დრაქმას უდრის, ხოლო „დიდება შენდა, ღმერთო“ ათასს, ანუ გაცილებით ძვირად ღირებულიაო. ამით იმის თქმა სურდა, რომ ადამიანი ღვთის წყალობას საჭიროების გამო ითხოვს, ხოლო ღმერთს ადიდებს კეთილშობილებისა და გულუხვობიდან გამომდინარე, რასაც მეტი ფასი აქვს.

თანაც ურჩევდა, რომ „დიდება შენდა, ღმერთო“ უნდა ვთქვათ არა მხოლოდ მაშინ, როცა კარგად ვართ, არამედ მაშინაც, როცა სირთულეებს ვაწყდებით, რადგან სირთულეებიც, სულის სამკურნალოდ, ღვთის დაშვებით გვეძლევა“.