სამ წუთში მოსამზადებელი პომიდვრის წვნიანი - ვიტამინით სავსე "გასპაჩო"

gaspacho

გაზაფხულზე რომ ორგანიზმს ვიტამინებით მომარაგება სჭირდება და ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მივირთვათ, აქ ახალი არაფერია. წვნიანებიც რომ წყალივით სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, ესეც ძველი ოპერიდანაა. 

გთავაზობთ ცივად მისართმევ პომიდვრის ესპანურ სუპს, რომელიც "გასპაჩოს" სახელითაა ცნობილი. კერძი მცირე დროში, უმარტივესი მოსამზადებელია.

პურის ნაჭრებს დააჭერით ქერქი, დატეხეთ და დაასხით ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. აურიეთ;
ხუთ პომიდორს პამიდორს გააცალეთ კანი, გაარჩიეთ მოზრდილი ხახვიც. დაჭერით ორი კიტრი და ორი წითელი ბულგარული წიწაკა. ასევე მწვანილები - ოხრახუში და კამა. 

ყვითელი ბულგარული წიწაკა და ნახევარი კიტრი დაჭერით და დეკორისთვის - მზა სუპზე ზემოდან მოსაყრელად შეინახეთ. ბოლოს ასევე მოაყარეთ მწვანილიც.

პურისა და ბოსტნეულის მასა ერთმანეთში აურიეთ და დააბლენდერეთ. უკეთესად დასაბლენდერებლად შეიძლება დაუმატოთ ცოტა პომიდვრის წვენი ან ჭიქა წყალი.
დაბლენდერებულ მასას დაამატეთ ზეთი, მარილი და წიწაკა, მოურიეთ და შედგით მაცივარში. 
სუფრაზე მიიტანეთ ცივი.

სულ ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბოსტნეული. გემრიელია გახუხულ პურთან.