გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა
1727951190
დიდუბის საკოლმეურნეო ბაზარს დღესაც „დეზერტირების ბაზრის“ სახელით მოიხსენიებენ. ცენტრალური ბაზრის სახელწოდება 1920-იან წლებში დამკვიდრდა, რადგანაც ჯარისკაცები ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ აღკაზმულობას, იარაღსა და სხვა ნივთებს ყიდდნენ.
ბაზრის ტერიტორიაზევე, 1912 წელს ახლანდელი მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი თბილისის სპორტსაზოგადოება "სოკოლისა" და ბაქოს გუნდს - "ბრიტანულ კლუბს" შორის გაიმართა.
„დეზერტირების ბაზრის“ ძველ შენობას, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, 2007 წელს რადიკალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ახლა მის ტერიტორიაზე ახალი ბაზარია, რომელსაც ძველი სახელწოდება შემორჩა.