VIDEO: „ვეუბნები: შვილო, ჭამე ნოდარი“ - შეწუხებული ქალის ზარი გადაცემაში, რომლის წამყვანიც გურამ შეროზია იყო (სახალისო ვიდეო არქივიდან)

გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული გურამ შეროზია, ბობოქარი დღეების შემდეგ ეგზოტიკურ კუნძულზე ისვენებს. გურამს გულშემატკივრები უამრავ წარმატებას უსურვებს და დადებით კომენტარებს უწერს.

ბევრი მასთან ურთიერთობაზე, მის პიროვნებაზე და თავს გადახდენილ ამბებს იხსენებს და ასე ულოცავს გამარჯვებას. წერენ, რომ გურამმა ცხოვრებაში ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია.

2014 წელს, გურამი „პალიტრა ჰოლდინგის“ რადიო გადაცემის "ბიზნესფაილის“ წამყვანი იყო. სადაც რიგითი მოქალაქეები რეკავდნენ და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდნენ.

დღეს გურამის გადაცემიდან ერთი სახალისო ვიდეო გავიხსენეთ, როცა ეთერში უჩვეულო ზარი გაისმა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მაღალი პროცენტით შეწუხებული ქალბატონის თქმით, ძალიან ღელავდა მის შვილზე, რომელიც აღარ ჭამდა...