„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ქართველმა მუსიკოსმა, ლევან კბილაშვილმა, გარდაცვალებამდე გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ საკუთარი ოჯახის და ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„გავიზარდე იურისტების ოჯახში. მამა პოლიციის პოლკოვნიკი, ძმა ასევე პოლიციის პოლკოვნიკია. შესაბამისად, მეც გავყევი მათ ტრადიციებს. ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. მინდოდა გავმხდარიყავი ნამდვილი, ღირსეული პოლიციელი. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი საბოლოო საქმე, მაგრამ 4 წლის შემდეგ მივხვდი, რომ უკვე ვეღარ ვარსებობდი, იმიტომ, რომ ვეღარ ვმღეროდი...
მონაცემები რუსულ „ვოისში“ გავაგზავნე და როდესაც იქიდან დამიძახეს, გავემგზავრე, მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი... პატრიარქმა გაიგო, რომ მივდიოდი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დამლოცა და თავისი ხელით მაჩუქა ჯვარი და მითხრა, რომ გამარჯვებული ჩამოხვალ აუცილებლადო..
ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ცვლიან მთლიან ფონს ჩემს ცხოვრებაში. ასეთი არის დედა. არის ხოლმე პერიოდი, როცა ტელეფონზე არავინ არ მირეკავს, საერთოდ ზარი არ არის… ზოგი გაბრაზებულია, ზოგს ჰგონია, რომ დაკავებული ვარ. ჰგონიათ, რომ მე რაღაცებს მივაღწიე, იმდენი ხალხი დამეკარგა. ხანდახან არის მომენტი, როცა ვიცი, რომ დედამ უნდა დარეკოს და იმ ერთი ზარისთვის მიღირს ცხოვრება“, - თქვა ლევან კბილაშვილმა გადაცემაში.