პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზაფხულში ქართველმა ხალხმა და მუსიკის მოყვარულებმა, უნიჭიერესი მომღერალი, მამუკა ონაშვილი დაკარგეს. მისი ბოლო ინტერვიუები სევდისმომგვრელი იყო.
მომღერალი საკუთარ ქვეყანაზე მეტად უცხო ქვეყანაში იყო რეალიზებული. წლების განმავლობაში ის მოსკოვში მღეროდა.
წუხდა, რომ პირადში არ გაუმართლა. მიაჩნდა, რომ კაცისთვის ოჯახი აუცილებელი იყო.
,,კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა – სხვა, დები – სხვა, შენი პირადი ოჯახი კი არის სულ სხვა, მაგრამ ასე მოხდა… არ ვიცი, სად გავარდა წლები. ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა “მოდი, ხვალ”-ის ძახილში. არც ახლაა გვიან. სიყვარულს ასაკი არ აქვს. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძებნა დავიწყო. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით…
როგორი ქალისკენ გამიწევს გული? საინტერესოსკენ. 20 წლის ასაკში სულ სხვანაირად ვფიქრობდი, 30 წლის – სხვანაირად, 40 წლის – სულ სხვაგვარად. ამ ასაკში უკვე ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი, იმაზეც კი, ახლა რა იქნება. ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახია, ცოლი და შვილები”, – ამბობდა მამუკა ონაშვილი წლების წინ ,,სარკესთან”.