„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა...
16 წლის ასაკში ქვეყნის ერთიანობისთვის საომრად აფხაზეთში წავიდა, იქიდან მეთაურმა სახლში გამოუშვა, თუმცა რამდენიმე დღეში, რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის მიწის დასაცავად ისევ ჩავიდა - ამ 16 წლის ბიჭის ამბავი- ილია ელოშვილის ისტორიაა, რომელსაც თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამხელს...
"ერთი შტრიხი ილია ელოშვილის ბიოგრაფიიდან - მისმა მაშინდელმა მეთაურმა მომიყვა. 16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში.
მეთაურმა სცადა სახლი გაეშვა, არ მიდიოდა. ბოლოს უთხრა, გიბრძანებ და ბრძანება უნდა შესრულდესო. ილიას ისღა დარჩენოდა, სახლში წასულიყო. ორი კვირის შემდეგ, ისევ ჩადის აფხაზეთში, თავის ნაწილში.
მეთაური ეკითხება, რატომ ჩამოხვედიო, ხომ გიბრძანე სახლში წასვლაო? ილიამ უპასუხა, ბრძანება შევასრულე, სახლში წავედი და ისევ ჩამოვედიო. მგონი ბევრზე მეტყველებს?!“,- წერს ამირან სალუქვაძე.