ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ძლიერი ინტუიციით გამოირჩევიან

ასტროლოგია

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ძლიერი ინტუიციით გამოირჩევიან.

მაშ ასე, ექვსეულს შორის თანმიმდევრობა ასე გადანაწილდა:

კირჩხიბს არა მხოლოდ ახლობელი ადამიანის განცდების ადვილად გაგება, არამედ სრულად უცნობი ადამიანის მდგომარეობის აღქმაც შეუძლია.

კირჩხიბის ინტუიცია ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ადამიანებს მისთვის ფიქრების გაზიარება უადვილდებათ. ბევრმა იცის, რომ კირჩხიბი მის გაგებას ზედმეტი ახსნის აუცილებლობის გარეშე შეძლებს.

თევზები ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი ზოდიაქოს ნიშანია. ძალიან ხშირად თევზები შთაგონებას სწორედ საკუთარ ინტუიციაში პოულობენ.

ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და იციან, როდის რა უნდა მოხდეს.

მორიელი

წარმოუდგენელი ინტუიცია აქვთ. ისინი ტყუილს უბრალოდ გრძნობენ. როგორც არ უნდა ეცადოთ სიმართლის დამალვას, მორიელი სიმართლემდე მაინც მიაღწევს.

მორიელის მოტყუებას ვერ შეძლებთ. მათი ინტუიცია იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს ფიქრებს კითხულობენ.

ქალწული

ძალიან დაკვირვებულია და ეს მათ კარგ ინტუიციას ხსნის: მათ მხედველობიდან არასდროს არაფერი გამორჩებათ.

ქალწული მის ირგვლივ მომხდარ ნებისმიერ წვრილმანს ამჩნევს, განსაკუთრებით იმას, რასაც უმეტესობა ჩვენგანი ყურადღებას არ აქცევს.

სასწორი 

სასწორს შეუძლია დაინახოს დადებითი მხარე იქ, სადაც სხვები იმედს და ოპტიმიზმს კარგავენ.

სასწორს ნებისმიერი სიტუაციის გარკვევა, სხვადასხვა მხარის, განსაკუთრებით კამათის დროს, დანახვა შეუძლია. ის ყველაფრის შავ-თეთრ ფერებში დანახვაზე უარს აცხადებს, რადგან ინტუიციურად იცის, რომ უბრალოდ არაფერი ხდება.

ტყუპები

ტყუპებმა იციან, თუ რას ეტყვით მანამ, სანამ სიტყვას წარმოთქვამთ და ხშირად წინადადებას სხვების ნაცვლად ამთავრებს.

კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით ტყუპებს ხშირად ცხადი სიზმრები ესიზმრებათ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ სიზმრებში შეტყობინებებს იღებენ, მაგრამ ამის შესახებ უკვე არ ვიცით.