ეს რიტუალი დღეს, ახალმთვარეობას უნდა შეასრულოთ

ცაგარელი

დღეს ახალმთვარეობაა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ერთგულ მსმენელებს ურჩევს, შეასრულონ რიტუალი, რომელიც ფინანსების მოზიდვას უწყობს ხელს.

„დღეს მარსის და იუპიტერის შეერთებაა ვერძის ზოდიაქოში. მარსი საქმიანობის მმართველი პალენტაა, იუპიტერი გამარჯვების. წარმოიდგინეთ, რამხელა წარმატების შანსი არის, მაგრამ სიფრთხილის - დღეს ახალმთვარეობაა. შეგიძლიათ, ფული აჩვენოთ, დღის ნებისმიერ დროს დადოთ რაფაზე, რომ მთვარემ დაინახოს. სასურველია რკინის მონეტა, ვერცხლისფერი უფრო უყვარს მთვარეს. მთვარეს ვერცხლიც უყვარს. 

ეს კვირა მთლიანობაში, მისაღებია. შემდეგი კვირა ცოტა უფრო რთული იქნება, ამიტომ ამ კვირაში უნდა მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება, ოღონდ დღეს უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. 7-ჯერ გაზომე და 1-ხელ გაჭერი, ჩავრთოთ ინტუიცია, რომ მოტყუებას, არასწორი ინფორმაციის მიღებას არ ჰქონდეს ადგილი და ა.შ. არის ტრავმულ-ავარიული ტენდენციებიც, ალკოჰოლის მიღება დღეს არ არის სასურველი.“ - განაცხადა ცაგარელმა „იმედის დილაში“.