თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. საქართველო და მისი დედაქალაქი სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.

„ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს - დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 248-ე წლისთავს.

გისურვებთ კეთილდღეობას და მშვიდობას!“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.