ტრაგედია ბათუმში - პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ლენტი

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, პარაშუტის ჩამოვარდნა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ქალი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.