29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 28-29-ე დღე. მთვარის, რეტროგრადული მერკურის, სატურნისა და ურანის ურთიერთქმედება ბევრ სისტემურ დაბრკოლებას შექმნის. არ არის გამორიცხული სხვადასხვა საკითხების გაჭიანურება, შეთანხმებებში სირთულეები, გაუგებრობები კომუნიკაციაში. ჩიხური მდგომარეობა რომ არ შეიქმნას, ემოციები გააკონტროლეთ და წარსულის შეცდომები გააანალიზეთ. 

იყავით უფრო კორექტული განცხადებებში. დოკუმენტები ფრთხილად შეავსეთ და შეტყობინებები, კარგად გადამოწმების შემდეგ, გააგზავნეთ.

ვერძი

საღამომდე ადვილია ჭორაობის მსხვერპლი გახდეთ. საოჯახო საქმეები გაკეთეთ დილით. დღის ბოლოს, არსებობს ფულის არასწორი მართვის რისკი, მოერიდეთ დიდ ხარჯებს, დაკავდით სახლის დიზაინით.

კურო

დღეს ვარსკვლავები კუროს ურჩევენ უარი თქვან გარიგებებზე (განსაკუთრებით, სპონტანურად, სწრაფად და შემთხვევით). ასევე, სასურველია, თავი შეიკავოთ მომავლის დაგეგმვისგან, თუნდაც ეს იყოს მარტივი დაგეგმვა ხვალინდელი დღისთვის.

ტყუპები

ტყუპებს დღეს ყველაზე პროდუქტიული პერიოდი არ აქვს. თუმცა, სჯობს, თავი შეიკავოთ ოფიციალური შეხვედრებისგან, დოკუმენტებთან მუშაობისგან. დღის ბოლოს შეიძლება წარმოიშვას არასწორი გაგება ფულად ოპერაციებთან დაკავშირებით.

კირჩხიბი

კირჩხიბები მზად არიან, მთელი დღე ოცნებებში გაატარონ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მაცდური სურვილები ახლო ან გრძელვადიან პერიოდში მიიღწევა, მაგრამ დღეს არა. თუ უხერხულ სიტუაციაში მოხვდებით, ჩართეთ იუმორი.

ლომი

ლომები უნდა ერიდონ ჭორებს, მეგობრებმა შესაძლოა, უნებლიეთ მოატყუონ. დაისვენეთ და სერიოზული გეგმები ხვალისთვის გადადეთ.

ქალწული

ქალწულებს სჭირდებათ სწორი ტონის შერჩევა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერებისთვის. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

სასწორი

სასწორს განსაკუთრებული წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, დისციპლინა სამომავლოდ, აუცილებლად სასურველ შედეგს გამოიღებს. არასასურველია დიაგნოსტიკისა და ბიუროკრატიული პროცედურების ჩატარება, დოკუმენტების შედგენა, მომსახურების ხელშეკრულების დადება.

მორიელი

მორიელებმა არ უნდა გადადონ დაწყებული საღამომდე. ინტუიცია დაგეხმარებათ შეცდომა არ დაუშვათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანმა სჯობს, გადადოს მოლაპარაკებები (განსაკუთრებით ის, რაც შეეხება საცხოვრებელს, მოქალაქეობას, ტერიტორიულ უფლებებს, მემკვიდრეობასა და ოჯახის საკითხებს). საღამომდე ეჭვის პერიოდი გაგრძელდება, შესაძლოა, გაუგებრობა ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან.  განსაკუთრებით სიფრთხილე გამოიჩინეთ სასიყვარულო და ფინანსურ საქმეებში.

თხის რქა

თხის რქებმა არ უნდა დაიწყონ თანამშრომლობა ახალ ადამიანებთან და ჩაატარონ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები: არის ალბათობა დეზინფორმაციის, შეცდომის დაშვების დოკუმენტებში. 

მერწყული

სჯობს, მერწყულმა უარი თქვას ახალი ნივთების შეძენაზე, გარიგებებსა და ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობაზე, უფრო ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და პროდუქტების არჩევისას.

თევზები

თევზებმა სჯობს, არ გააკეთონ მნიშვნელოვანი საქმეები და არ იმუშაონ დოკუმენტებთან. ახალ გარემოში ადაპტაციისას შესაძლებელია შეცდომები. შეეცადეთ, ბრმად არ ენდოთ ნათესავებს.