1737285948
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ხვალ 28 მაისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.
მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
თბილისში 1-ელ ივნისამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +24, +26, 28 მაისს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 29-31 მაისს +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.