1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. გთავაზობთ აბიტურიენტების სახალისო კომენტარებს გამოცდაზე შესვლამდე.
„არ არის რთული და არც მეშინია. ალბათ პროგრამული თემები მოვა და რასაც გინდა იმას დაწერ. მომზადებული ვარ“, - ანა ხატისკაცი.
ანა ბადურაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საერთოდ არ ნერვიულობს, რაც უფრო მეტად ანერვიულებს:
„საერთოდ არ ვნერვიულობ, იმაზე უფრო ვნერვიულობ, რომ არ ვნერვიულობ. არც მთლად იმედიანად ვარ და არც ისე. მგონია, რომ ნაწარმოებები იქნება, რადგან თემები უფრო მოდის. უფრო მეტი სასაუბროა და ალბათ მოვა „ვეფხისტყაოსანი“, – აღნიშნა ანი ბადურაშვილმა.
„ტაშ-ფანდურით შევალ და ტაშ-ფანდურით გამოვალ. თემები შეიძლება მოვიდეს ომზე და მშვიდობაზე“, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიერტმა, დავით ბერაძემ.
4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.
წყარო: edu.aris.ge