„ქულები ბევრს არაფერს ნიშნავს“ - გიორგი ღოღობერიძე აბიტურიენტებს ამხნევებს

ექიმი

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების უძილო ღამეებიც დასასრულს უახლოვდება. ექიმი გიორგი ღოღობერიძე ახალგაზრდებს მიმართავს და ამხნევებს:

„ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ცხოვრებაში ქულები ბევრს არაფერს ნიშნავს. ალბათ ერთ-ერთი მაქსიმალისტი ადამიანი ვიყავი, ვისი სამიზნეც 100%-იანი ქულები იყო, მაგრამ საბოლოოდ შემიძლია გითხრათ, რომ წარმატება და ბედნიერი ყველა უნივერსიტეტიდან მიიღწევა, სადაც არ უნდა ჩააბაროთ. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და შრომა გიყვარდეთ, კარგი შედეგი აუცილებლად იქნება  პ.ს. ქიმია-ბიოლოგიის ჩემს მომავალ აბიტურიენტებს ასევე წარმატება“, - წერს ღოღობერიძე სოცქსელში.