დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ფეისბუკ-ჯგუფში ერთ-ერთი აბიტურიენტის პოსტი გამოქვეყნდა, რომ დაკარგა პირადობის მოწმობა და იმ შემთხვევაში, თუ ვერ იპოვიდა, ეროვნულ გამოცდაზე, რომელიც მომდევნო დღეს აქვს, დასწრებას ვერ შეძლებდა.
„პრაიმტაიმი“ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა.
როგორც აღმოჩნდა, აპლიკანტს გამოცდაზე შესვლის უფლება მიეცემა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ცენტრში დროზე ადრე მივა.
„იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს დარჩა ან დაკარგა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არ გაბრუნდეს სახლში, რომ არ დააგვიანოს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვება.
პირადობის დარჩენა/დაკარგვის შემთხვევაში, საჭიროა გრძელი პროცედურის გავლა, თუმცა შესაძლებელია, რომ აპლიკანტი გამოცდაზე დაიშვას.“ - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.