უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა - სოსო გალუმაშვილი

სოსო გალუმაშვილი

ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიდერი კომპანიების აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

"საინტერესოა, რომ, უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან, "თიბისის" აქციები გაიზარდა 38.52%-ით, "საქართველოს ბანკის" აქციები - 20%-ით და "ჯორჯიან კაპიტალის" - 22%-ით.

ბოლო 6 თვეში, "თიბისი" - რეკორდული 53%, "საქბანკი" - 40%, "ჯორჯიან კაპიტალი" - ასევე რეკორდული - 49%.

ახლა ვნახე და თვალებს არ ვუჯერებდი", - წერს სოსო გალუმაშვილი.