1742189529
კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ კონკურენტი „მარსელი“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში ყველაზე ახლო მდევარს, მეორეადგილოსანს და პრინციპულ მეტოქეს, „მარსელს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საფრანგეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის დაპირისპირებაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. პირველი საგოლე შეტევა ხვიჩამ განავითარა – მეტოქის დაცვის ხაზში თავისუფალი სივრცე მონახა და შეტევა ფაბიან რუისს გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა.
42-ე წუთზე პარიზელების უპირატესობა ნუნუ მენდეშმაგაზარდა და შესვენებამდე მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში „მარსელმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში აშრაფ ჰაკიმისჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში პოლ ლიროლამ ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ (68) „მარსელთან“ (49) უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა.