ვრცელდება საკუთარ დაბადების დღეზე მოკლული გოირგი ახალაიას ვიდეო
1742154806
ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია ბედის ხაზის ჩაკეტვის შესახებ საუბრობს და მოსახლეობას რამდენიმე სასარგებლო რჩევას აძლევს.
„მაგალითად, ადამიანი, რომელიც არის ლამაზი, განათლებული, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წინ წავიდეს, ვერავინ ვერ ხედავს არ ამჩნევენ. პირად ურთიერთობებშიც თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ მაინც ვერ პოულობს შესაფერის პატრნიორს. ამ დროს ამბობენ, თითქოს ამ ადამიანს ბედი აქვს ჩაკეტილი. რას ვურჩევ ადამიანებს. მე მაგალითად, რასაც ვაკეთებ პირველი რომ ვიღვიძებ არის ფიქრი იმაზე, რას ვიცმევ. ვხედავ სრულად რა უნდა ჩავიცვა, ვდგები და ვიცმევ. ვხედავ რა ჭიქით უნდა დავლიო, ვიღებ ამ ჭიქას და ვსვამ როგორც დავინახე. მაგრამ მაგალითად, თუ ის სამოსი რომელიც უნდა ჩავიცვა არის გასაუთოებელი, ან ვერ ვპოულობ, უნდა ვიპოვო, მოვაწესრიგო და ჩავიცვა. თქვენ უნდა ისწავლოთ, თქვენი ცხოვრების ისე წარმართვა, როგორც ეს ჩაიფიქრეთ. თუ პატარა დეტალებით საკუთარი თავის მართვას ისწავლით, დიდ სურვილებამდეც აუცილებლად მიხვალთ.
სამყარო დაგინახავთ ადამიანად, რომელიც გეგმავს და ასრულებს. ბედი ყველას სწყალობს, არ არსებობს ენერგია, რომელსაც არანაირი სიკეთე არ აქვს, უბრალოდ შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები სიკეთე. მაგრამ შედეგი დამოკიდებულია ვინ როგორ იყენებს შესაძლებლობას“ - ამბობს ეზოთერიკოსი და მოსახლეობას ფიქრების სწორად მართვას და მოქმედებას ურჩევს.