ვრცელდება საკუთარ დაბადების დღეზე მოკლული გოირგი ახალაიას ვიდეო

გიორგი ახალაია

თბილისში, გამთენიისას, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა.

მოკლული 21 წლის გიორგი ახალაიაა. როგორც გაირკვა, გიორგის დღეს დაბადების დღე ჰქონდა. იგი სწორად საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, როგორ მიულოცეს მეგობრებმა მას დაბადების დღე.

„ვიღაცას უჩხუბია, ის გაუშველებია და მერე ვიღაცამ კისერი გამოჭრაო",- ამბობს წყარო ჩვენთან საუბრისას.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.