იანვარ-ივლისში ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

ექსპორტი

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.517 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულიდან ექსპორტი 4.669 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 21.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10.849 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 2.4 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6.180 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.