2 საათი დოპინგზე იყო შესული - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ
1786602757
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ბელარუსის 4 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, დაშვებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მიკროავტობუსს, რომელიც ხრამში გადავარდა, ტურისტები გადაჰყავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება მიკროავტობუსის მძღოლი:
„ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო. პირიქით ახალი მიკროავტობუსი იყო, სპრინტერი მერსედესის მარკის. ახლახან იყიდა, ჩამოაყვანინა დიდი ხანი არცაა გასული, საათივით იყო გამართული. რა მოხდა არ ვიცი და ძალიან ვწუხვარ, საოცარი ბიჭია, საოცარი ოჯახი აქვს. ჩემი მეზობელია. თვითონაც საავადმყოფოში ჰყავთ ჯერ. ორსული ცოლი ჰყავს, ახლახან დაოჯახდა. ეს ბიჭი თბილისის ხაზზე მუშაობდა. ძალიან თანამედროვე მიკროავტობუსი იყო. რა მოხდა, არ ვიცი, ვფიქრობ უბრალოდ მანქანამ უღალატა. ძლიერი მძღოლი იყო, არანაირი ნასვამი და არანაირი ჯართი, როგორც აქ წერენ,"- წერს სოციალურ ქსელში მიკროავტობუსის მძღოლის მეზობელი.