გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
1786558006
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ექვსი საქმე განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად ბითაძეს სოციალურ ქსელში კახა კალაძის შეურაცხყოფისთვის 2500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ ალექსანდრე ჭალიძეს, ვატო გელაშვილის და ალექსი ქვრივიშვილს შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფისთვის.
რუსუდან შარაძის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 1 500 ლარით დაჯარიმდა ელისო ბრეგვაძე. 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა პირს, რომელმაც შეურაცხყოფა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებს მიაყენა.
„12 აგვისტოს, ჯამში ჩატარდა 6 სამართალდარღვევის საქმე. ერთი სამართალდარღვევის საქმე გადაიდო. 6 პიროვნებიდან 5-ის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო ერთი გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისაგან და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ანდრო გურულმა.