გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
1786558006
საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად საშუალოდ, 3.3 მილიონი ვიდეოჯარიმა იწერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2026 წლის 3 თვეში (იანვარ-მარტი) უკვე გამოწერილია 927 189 ვიდეოჯარიმა, საიდანაც 46.5% დედაქალაქზე მოდის.
საქართველოში ვიდეოჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო იწერება, მათ შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (კამერები ავტომატურად ამოწმებენ ბაზაში, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება), შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, „ბასლაინში“ ავტომობილით მოძრაობაზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორის სიჩქარის ლიმიტის დარღვევა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობით ყოველწლიურად ლიდერობს. მაგალითად, წელს 3 თვეში 15კმ-საათზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე თითქმის 531 ათასი ჯარიმა გამოიწერა. ეს კი გამოწერილი ვიდეოჯარიმების 57%-ზე მეტია.
„ბიზნესპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა, თუ რა რაოდენობის ვიდეოჯარიმა გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოს რეგიონების მიხედვით:
იმერეთი - 143 486
აჭარა - 129 289
შიდა ქართლი - 48 943
ქვემო ქართლი - 44 069
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 43 313... სრულად