1732386875
დღეს დოლარი გაძვირდა - ნახეთ ვალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9038 ლარი ეღირება, ევრო – 2.9625 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4634 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8710 ლარი ღირდა, ევრო – 2.9574 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4564 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 ივლისისთვის ამოქმედდება.